მთავარისიახლეებიპოლიტიკასაინაუგურაციო პროტოკოლისა და წესების შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულებაში ცვლილება შევიდა

საინაუგურაციო პროტოკოლისა და წესების შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულებაში ცვლილება შევიდა

Published on

მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იმ ბრძანებულებაში შეიტანა ცვლილება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის წესს ადგენს.
 
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა ნაცვლიშვილი ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის მიზეზებს განმარტავს და ამბობს, რომ საინაუგურაციო პროტოკოლისა და წესები დღევანდელ კონსტიტუციურ რეალობასთან შესაბამისობაში მოვიდა.
 
„პრეზიდენტის ინაუგურაციის წესში შევიდა ცვლილება, წესი გაწერილი იყო 2001 წელს და, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუცია შეიცვალა რამდენჯერმე, ამიტომ, ეს წესი იყო ძალიან მოძველებული და ვერ ასახავდა კონსტიტუციურ რეალობას. ამიტომ ეს ცვლილება მოვიდა შესაბამისობაში დღევანდელ კონსტიტუციურ რეალობასთან და ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ის პრეცედენტი, რომელიც შეიქმნა პრეზიდენტი მარგველაშვილის და ახალარჩეული პრეზიდენტის შეხვედრით, განმტკიცდა ამ წესში, სადაც გაიწერა უკვე მიმავალი პრეზიდენტის ფუნქცია და როლი ინაუგურაციის პროცესში, როდესაც ხდება ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადება. ეს ცვლილებაც არის გაგრძელება იმ ნაბიჯისა, რომელმაც ამ ქვეყნის ისტორიაში შექმნა პირველი შემთხვევა, როდესაც მიმავალი პრეზიდენტი ცივილიზებულად გადააბარებს უფლებამოსილებას ახალარჩეულ პრეზიდენტს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა..

სიახლეები

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...

გარდაბანში ავარიისას დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა

გარდაბანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა, ავარიას ჯამში 8 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა....

„ოპოზიციური ალიანსი“ ასხელებს 6 პირობას “სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად“

"ოპოზიციის ალიანსი" იმ 6 ძირითად მოთხოვნას ასახელებს, რომელიც მათი შეფასებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების...

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა-ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ავრცელებს

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს  "205 უკრაინელი...