მთავარისიახლეებიპოლიტიკაკანონპროექტის განხილვა, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის 114 თანამშრომელს სამსახურის გარეშე ტოვებს, დროებით შეჩერებულია

კანონპროექტის განხილვა, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის 114 თანამშრომელს სამსახურის გარეშე ტოვებს, დროებით შეჩერებულია

Published on

განხილვები ხმაურიან კანონპროექტზე, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის 114 თანამშრომელს სამსახურის გარეშე ტოვებს, დროებით შეჩერებულია.
 
პროექტის ინიციატორების განმარტებით, გადაწყვეტილება ამის შესახებ არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების მოთხოვნის საფუძველზე მიიღეს. თუმცა რა ვადით შეჩერდება განხილვები ამ ეტაპზე უცნობია.
 
„ჩვენთვის მთავარი პრინციპი ამ შემთხვევაში არის ის, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება იყოს მიღებული ფართო ჩართულობისა და არგუმენტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით და არა გარკვეული ვადებით შემოვისაზღვროთ ჩვენი თავი. ამიტომ ჩვენ ამ პრინციპით ვიხელმძღვანელებთ ამ შემთხვევაშიც და არგუმენტებისა და კონსულტაციების შედეგად მივიღებთ გადაწყვეტილებას,“-განაცხადა რატი იონათამიშვილმა. 
 
საჯარო მოხელეების შესახებ კანონში ცვლილება სალომე ზურაბიშვილს სრულ თავისუფლებას აძლევს უაპელაციოდ დაითხოვოს ყველა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ახალი კონტიგენტი კონკურსის გარეშე მიიღოს.
 
სიახლის მოწინააღმდეგეების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ინიციატივა თავად სალომე ზურაბიშვილიდან მოდის.
 
„როგორც ჩანს ისინი ელოდებიან ხელსაყრელ მომენტს, რომ გადაიაროს ამ უკიდურესად ნეგატიურმა ტალღამ, რომელიც წამოვიდა საზოგადოებიდან. ფაქტობრივად საჯარო მოხელეთა სისტემის დანგრევას. საჯარო მოხელე უნდა იყოს ხელშეუხებელი. ხელისუფლების ან პრეზიდენტის ცვლილების შემთხვევაში უნდა იცვლებოდეს მხოლოდ პოლიტიკური თანამდებობის პირები, პროფესიონალები ინარჩუნებდნენ თავიანთ ადგილს და არ უნდა იყვნენ დამოკიდებულები ვიღაცეების ხუშტურზე,“-აცხადებს  რომან გოცირიძე.

სიახლეები

ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც ირანში თავს წირავს, დახმარება გზაშია – გრემი

აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ირანელ ხალხს მიმართავს და წერს, რომ მათი ხანგრძლივი კოშმარი მალე...

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე იმუქრება და ისრაელს “ოკუპირებულ ტერიტორიას” უწოდებს

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამედ ბაყერ ყალიბაფი აშშ-ს მხრიდან იერიშის შემთხვევაში ამერიკულ სამხედრო ობიექტებსა და...

ნუ დააცარიელებთ ქუჩებს, ვიცი რომ მალე თქვენს გვერდით ვიქნები – ირანის ბოლო შაჰის ვაჟი

"ჩემო თანამემამულეებო, ირანის ქუჩებში თქვენი მასშტაბური და მამაცური გამოსვლით, უკვე მესამე ღამეა, თქვენ მნიშვნელოვნად...

მედიაჰოლდინგ ქრონიკა+-ის თანამშრომლებს ოფისში არ უშვებენ

სააგენტოს და გაზეთის დამფუძნებლის, ელისო კილაძის თქმით, დილით სამსახურში მისულ ჟურნალისტებს ოფისის კარი დაკეტილი...