მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგლა ბარამიძე: ,,თამარს, წმინდანებს მაინც დაანებეთ თავი და ეს თქვენი პრეზიდენტი გინდა...

გიგლა ბარამიძე: ,,თამარს, წმინდანებს მაინც დაანებეთ თავი და ეს თქვენი პრეზიდენტი გინდა თელავში ჩაიყვანეთ და გინდათ ხონში. ყველაფერი უკვე ისედაც კომიკურია“

Published on

„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე პრეზიდენტის ინაუგურაციის თემას ეხმაურება და აცხადებს, რომ უმჯობესია ინაუგურაცია ბიძინა ივანიშვილის სასახლეში ჩატარდეს. მისი თქმით, ეს იქნება ყველაზე ლოგიკური გადაწყვეტილება.
 
„ამდენს ნუ წვალობთ და ინაუგურაცია ბიძინა ივანიშვილის სასახლეში ჩაატარეთ. ეს იქნება ყველაზე ლოგიკური გადაწყვეტილება. დიახ, ინაუგურაცია იმ ადამიანის სასახლესა და მის შემოგარენში უნდა ჩატარდეს, რომელმაც ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად დანიშნა. ბიძინა ივანიშვილზე თანამედროვე ტექნოლოგიებით აგებული სასახლე საქართველოში არ მოიძებნება. ივანიშვილის შემოგარენში თუ გაიმართება ინაუგურაცია, ამით საბიუჯეტო სახსრებსაც დავზოგავთ. არა მგონია, მილიარდერმა სასახლის იჯარის ფული გამოართვას თავის საპატრონოს“, – აცხადებს გიგლა ბარამიძე.
 
მისი თქმით, ახალ პრეზიდენტს გეორგიევსკის ტრაქტატის მიმართ ნოსტალგია აქვს და თელავში ინაუგურაციაც ამაზე მიუთითებს.
 
„ბიძინა ივანიშვილს უყვარს წინაპრებთან თამაში. სალომე თამარ-მეფეს რომ შეადარა ეს ხომ საერთოდ გაუგონარი სირცხვილი იყო. წავლენ-წამოვლენ და მიადგებიან წმინდან მეფეს. 21-ე საუკუნეში დანიშნული პრეზიდენტის თამარ მეფესთან შედარება ცოტა უხერხულია. მინდა, მივმართო ''ოცნების'' უვიცებს – ნუ ეთამაშებით ჩვენს წინაპრებს. თამარი არა მარტო დიდი მეფე, არამედ წმინდანიც იყო. წმინდანებს მაინც დაანებეთ თავი და ეს თქვენი პრეზიდენტი გინდა თელავში ჩაიყვანეთ და გინდათ ხონში. ყველაფერი უკვე ისედაც კომიკურია“, – აცხადებს გიგლა ბრამიძე.
 
აღნიშნულ ინფორმაციას „დემოკრატიული მოძრაობა“ ავრცელებს.

სიახლეები

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა - სოციალური დახმარების მიმღებთა განახლებული მონაცემები...

ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს

„გირჩი — მეტი თავისუფლება“-ს ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ბრიუსელში მიემგზავრებოდა, თურქეთის აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ...

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა ...

პარტიების აკრძალვის დავალება დაიწერა კრემლში – ანა წითლიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ანა წითლიძე ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომების ჩანიშვნას...