მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილის ენობრივი ლაფსუსი თუ კიდევ უარესი - ქვეცნობიერი სწრაფვა იყოს არა...

სალომე ზურაბიშვილის ენობრივი ლაფსუსი თუ კიდევ უარესი – ქვეცნობიერი სწრაფვა იყოს არა ზეპარტიული, არამედ ,,პარტიების ზემოთ”

Published on

"პრეზიდენტი არ არის არავისთან კოჰაბიტაციაში, არის აბიტაციაში"- ეს სალომე ზურაბიშვილის სიტყვებია, რითაც მან ოპოზიციასთან შესაძლო კოჰაბიტაციაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.
 
ზურაბიშვილი ამბობს, რომ მისთვის ოპოზიცია-პოზიცია არ არსებობს და ის, როგორც პრეზიდენტი პარტიების ზემოთ დგას.
 
“ჩემთვის არ არსებობს ოპოზიცია და პოზიცია. მე ვარ პარტიების ზემოთ, როგორც ახალი პრეზიდენტი ახალი კონსტიტუციით.
 
 
პოლიტიკური პარტიები კი არ აპირებენ  ზურაბიშვილის ჩექმის ქუსლებქვეშ ყოფნას, რადგან ქვეყანას ზეპარტიული ხალხის არჩეული  პრეზიდენტი ჭირდება და არა  ოლიგარქის  მიერ გაქაჩული ფავორიტი.
 
სწორედ ამიტომ, გაერთიანებული ოპოზიცია არ აპირებს    სალომე ზურაბიშვილის   აღიარებას პრეზიდენტად .
 
არაღიარებული არჩევნების შედეგად ხელდასმული პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრებას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ განუცხადა.
 
მისი თქმით, ამ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს, რადგან ეს არჩევნები რეალურად ბიძინა ივანიშვილმა მოიპარა.
 
"ამაზე საუბრობს ყველა საერთაშორისო დასკვნა. არ აღიარებული არჩევნების შედეგად ხელდასმული პრეზიდენტის "ინაუგურაციაზე" ჩვენ დასწრებას არ ვაპირებთ. ამის სურვილი არც არის ხელისუფლების მხრიდან. მნიშვნელოვანი მათი მხრიდან იქნებოდა მოლაპარაკებებისთვის გამოწვდილი ხელი სრულ ოპოზიციასთან, რათა გამოვიდეთ ამ კრიზისიდან და ჩავატაროთ ნორმალური, დემოკრატიული ვადამდელი არჩევნები",- აღნიშნა ბოკუჩავამ.
 
ამრიგად, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლებამ მოთხოვნები არ შეასრულა, ინაუგურაციის ცერემონიალს გაერთიანებული ოპოზიცია და მისი საპრეზიდენტო კანდიდატი არ დაესწრებიან. 
 
,,ამჟამად გრძელდება ეს კონსულტაციები და შევარჩევთ ისეთ ადგილს, ისეთ ფორმას, ისეთ მასშტაბს, რომელიც ყველაზე მისაღები, ყველაზე ეფექტური და ყველაზე სწორი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის ამ მოცემულ მომენტში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
 
კითხვაზე, განიხილება თუ არა აქციის თელავში ჩატარების ვარიანტი, ბოკუცავამ აღნიშნა, რომ განიხილება აბსოლუტურად ყველა ფორმატი.

 
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ გრიგოლ ვაშაძეს ინაუგურაციაზე მიიწვევს თუკი იგი მას პრეზიდენტად აღიარებს.
 
 

 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...