მთავარისიახლეებიპოლიტიკაპატიმრობის გაგრძელება იყო უკანონო, ამ განგრძობითი პატიმრობის დროს მისი უფლებები დაარღვია მაშინდელმა...

პატიმრობის გაგრძელება იყო უკანონო, ამ განგრძობითი პატიმრობის დროს მისი უფლებები დაარღვია მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა – “ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე.

Published on

 
ვანო მერაბიშვილის ყოფილი ადვოკატი ოთო კახიძე მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეზე, ევროსაბჭოს მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს:
 
,,ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე.
 
კომიტეტმა აღნიშნა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის პატიმრობის გაგრძელება იყო უკანონო, ამ განგრძობითი პატიმრობის დროს მისი უფლებები დაარღვია მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა, რომელიც ზეწოლას ახდენდა პატიმარზე სხვა საქმის შესახებ ინფორმაციის მისაღებად.
 
კომიტეტმა მოთხოვა მთავრობას, რომ ჩატარდეს ხელახალი გამოძიება, ისე:
 
– რომ უზრუნველყოფილი იყოს ინსტიტუციონალური და პრაქტიკული დამოუკიდებლობა ნებისმიერი მონაწილე პირისგან;
 
– რომ შეძლოს პასუხისმგებელი პირების დადგენა და მათი სისხლისსამართლებრივი დევნა;
 
– საკმარისად ფართე იყოს გამოძიების არეალი, რათა დაადგინოს, ხომ არ მოახდინა მერაბიშვილის უფლებების დარღვევამ ზეგავლენა მის წინააღმდეგ წარმოებულ სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე;
 
– და ჩაატაროს გამოძიება ყოველმხრივ და სწრაფად.
 
კომიტეტმა აღნიშნა, რომ ყველაზე გვიან 2019 წლის 1 ივნისს დაუბრუნდება აღნიშნულ საკითხს.
 
,,ჩემი აზრით, მთავრობა არ იმსახურებდა მორიგ შანსს გამოძიებაზე, რადგან 2016-17 წლებში ჩატარებული გამოძიების იმიტაციამ აჩვენა, რომ მათ არა აქვთ პოლიტიკური ნება, პასუხისგებაში მისცენ ოთარ ფარცხალაძე, დიმიტრი დარბაისელი, მირზა სუბელიანი, სოზარ სუბარი, ირაკლი ღარიბაშვილი და სხვა პირები, მაგრამ ვნახოთ, რას იზამენ ამ 6 თვეში.ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით პროცესს და მინისტრთა კომიტეტსაც ვამყოფებთ საქმის კურსში" წერს ოთო კახიძე.
 
 

სიახლეები

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...

შიო III ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, გარეთ უორდი 11 ივნისს, საქართველოს კათოლიკოს-პატრაირქ შიო III-ს შეხვდა. ინფორმაციას...

სახელმწიფო აუდიტმა ცესკოში მილიონობით ლარის დანამატები და შესყიდვების ხარვეზები გამოავლინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023-2024 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის...