მთავარისიახლეებიპოლიტიკა„შეიძლება ერთი თვე, ორი თვე მოითმინოს ამ საზოგადოებამ, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს...

„შეიძლება ერთი თვე, ორი თვე მოითმინოს ამ საზოგადოებამ, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად აფეთქდება” – ბაჩუკი ქარდავა

Published on

მმართველი გუნდის უარს, მიუჯდეს მოლაპარაკებათა მაგიდას, გაერთიანებული ოპოზიციის წევრი და ედპ-ს ლიდერი ეხმაურება.
ბაჩუკი ქარდავა "არჩევანის" ეთერში არჩევნების გაყალბების მასშტაბებზე საუბრობს და ამბობს, რომ ადამიანები, რომელიც მოატყუა ოცნებამ, ოდესმე საკუთარ დამოკიდებულებას აუცილებლად გამოხატავენ. მისივე თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია, ფაქტობრივად, მაშველ რგოლს უგდებს მმართველ გუნდს, რომ ამ ჩიხიდან გამოვიდნენ და ისინი ამაზე უარს ამბობენ.
 
„შეიძლება ერთი თვე, ორი თვე მოითმინოს ამ საზოგადოებამ, როდესაც გრძნობს, რომ მას მიაყენეს შეურაცხყოფა. მაგრამ ერთ მშვენიერი დღეს, შეიძლება სულ სხვა მიზეზით, სულ სხვა საბაბით ეს ადამიანები აუცილებლად აფეთქდებიან. ამ შემთხვევაში ჩვენ კი არ ვეხვეწებით ვინმეს დიალოგს ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, ამ შემთხვევაში გაერთიანებული ოპოზიცია და მისი კონსტრუქციული ლიდერი და ამ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, რომელიც ანგარიშს უწევს საერთაშორისო თანამეგობრობას, სახელმწიფოს პერსპექტივებს, მაშველ რგოლს ესვრის ივანიშვილს და ამ ხელისუფლებას, რომ მოვიდნენ გონს და იქნებ, ზომიერ პოლიტიკურ ჩარჩოებში დავტოვოთ ეს პროცესი, რომ არ გადავიდეს ქუჩაში,“ – განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ და აღნიშნა, რომ ის, რაზეც მმართველი გუნდი საუბრობდა, რომ რევოლუციისთვის ემზადება ოპოზიცია, ამის პროვოცირებას თავად ქართული ოცნება ახდენს.
 
ბაჩუკი ქარდავას ინფორმაციით, თავის დროზე თავად ირაკლი კობახიძეს სურდა, რომ საარჩევნო სისტემა შეცვლილიყო და პროპორციულ წესზე გადასულიყო, თუმცა, მას ბიძინა ივანიშვილმა დაურეკა და მოსთხოვა, რომ "საარჩევნო კოდექსში" მაჟორიტარული სისტემა დარჩენილიყო.

სიახლეები

სასამართლომ ვიტალი გუგუჩია სრულად გაამართლა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ვიტალი გუგუჩია სრულად გაამართლა. პროკურატურა მას ტელეკომპანია POSTV-ის ჟურნალისტისთვის (ნათია ბერიძე) საქმიანობაში...

რეჟიმი სიცოცხლის უნარიანობას კარგავს და გადადის ფსიქიკურ მდგომარეობაში – სალომე ზურაბიშვილი

რეჟიმი სიცოცხლის უნარიანობას კარგავს და გადადის ფსიქიკურ მდგომარეობაში - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა...

სასამართლომ ძალაში დატოვა გახარიასთვის 20 ივნისის საქმეზე შეფარდებული პატიმრობა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში...

26 თებერვლიდან 1 მარტამდე მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვა, ზღვაზე შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 თებერვლიდან 1 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი წვიმის სახით,...