მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიზნესმენი ზვიად ქირია მარტვილის მერის ოჯახის მხრიდან პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს

ბიზნესმენი ზვიად ქირია მარტვილის მერის ოჯახის მხრიდან პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს

Published on

ბიზნესმენი ზვიად ქირია პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს. ის ფიზიკურ შეურაცხყოფაში მარტვილის მერის შვილს ადანაშაულებს.
 
ქირია „კურიერთან“ საუბარში ჰყვება, რომ ლაშა გრიგალავა მას თავს ოთხჯერ დაესხა, მიზეზი კი მისი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებია.
 
ბიზნესმენის განცხადებით, მერის, თეიმურაზ გრიგალავას შვილი, ლაშა გირგალავა მას ჯერ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის სანაცვლოდ ბიზნესში დახმარებას პირდებოდა, უარის მიღების შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა.
 
მივხვდი, რომ ეს პროვოკატორია ისეთი ლაპარაკი დამიწყო მამამისმა. ეს ადამიანი მარტვილის გამგებელია და მისი შვილი ლაშა გრიგალავა. როდესაც მან მითხრა, რომ ფულია მისაცემი და ქრთამი, ეს იყო პროვოკაცია. ბიზნეს შეუქმნეს პრობლემები, იმდენად, რომ მე ვერ ვაკონტროლებ ჩემს კომპანიას,“-აცხადებს ქირია. 
 
ბრალდებებს უარყოფს მარტვილის მერი. ბიზნესმენის განცხადების შემდეგ შსს-მ გამოძიება 126-ე ძალადობის მუხლით დაიწყო.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...