მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის მუზეუმის გათავისუფლებულმა გიდმა აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება კანცელარიას გადასცა

ზუგდიდის მუზეუმის გათავისუფლებულმა გიდმა აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება კანცელარიას გადასცა

Published on

ზუგდიდის მუზეუმის გათავისუფლებულმა გიდმა აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება  კანცელარიას გადასცა. უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის 1 თებერვალს სამსახურიდან გათავისუფლებული გიდი სამსახურში აღადგინა  და ელზა ზოდელავამ დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მუზეუმის კანცელარიაში მიიტანა.გიდის უფლებებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტი ლელა მოწონელიძე იცავდა.
ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივნისის თვეში უზენაესმა სასამართლომ დადიანების ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმის ყოფილი თანამშრომლის ელზა ზოდელავას სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება უკანონოდ ცნო და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, მუზეუმს ელზა ზოდელავას სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დაავალა, რაც, დღეის მდგომარეობით, 6000 ლარს შეადგენს.მუზეუმის გათავისუფლებულ გიდს არ დახვდა ზუგდიდის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი ლილი ბერაია. ბერაიამ არც ჟურნალისტების ზარებს უპასუხა. მანამდე,კი ამ ფაქტთან დაკავშირებით ლილი ბერაია აცხადებდა,რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებდა.
ელზა ზოდელავა მუზეუმის რუსულ, პოლონურ და ქართულენოვან გიდად 6 წელი მუშაობდა. ის სამსახურიდან გასული წლის პირველ თებერვალს გაათავისუფლეს. ზოდელავას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მუზეუმის დირექტორი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ აღასრულებს, ის ბრძოლას გააგრძელებს და საქმეს სააღსრულებლო ბიუროს გადასცემს

სიახლეები

თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის მე საფრთხეს წარმოვადგენ? – პაატა ბურჭულაძე მოსამართლეს

"თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის მე საფრთხეს წარმოვადგენ?" - ამ სიტყვებით მიმართა მსოფლიო ბანმა, პაატა...

ცნობილია, რომელ უნივერსიტეტს რა ფაკულტეტები დარჩება

„ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ სამთავრობო გუნდის მიერ შემუშავებული განათლების რეფორმის ფარგლებში...

ოცნება 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების იმპორტის აკრძალვას გეგმავს

ქართული ოცნების მთავრობა 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვას გეგმავს. ეს ქართული ოცნების...

1-ელი ივლისიდან იკრძალება პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის გაცემა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პლასტიკის იმ პროდუქციის გამოყენებაზე, რომელიც სურსათთან პირდაპირ შეხებაშია, შეზღუდვები ეტაპობრივად ამოქმედდება. მისი...