მთავარისიახლეებიპოლიტიკა"გაერთიანებული ოპოზიციის იურისტები ამზადებენ სარჩელს, რომ არჩევნები იქნეს ცნობილი ბათილად" - გრიგოლ...

“გაერთიანებული ოპოზიციის იურისტები ამზადებენ სარჩელს, რომ არჩევნები იქნეს ცნობილი ბათილად” – გრიგოლ ვაშაძე

Published on

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია დაიწყო. საზოგადოებას სიტყვით მიმართა ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ. მისი თქმით გაერთიანებული ოპოზიციის იურისტები ამზადებენ სასამართლოში შესატან სარჩელს იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების შედეგები ბათილად იქნეს ცნობილი:
 
„ის რაც საქართველოში მოხდა, ჩვენი ღირსების შეურაცხყოფაა, იმიტომ არა, რომ ჩვენ თანამდებობებისთვის ვიბრძვით, კონსტიტუცია გვაქვს და უფლებები, ამას ვპასუხობთ ერთი სიტყვით „კმარა“ . 28 ნოემებერს არჩევნები არ ჩატარებულა, ეს იყო კრიმინალური სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ არჩევნებს ჩატარებულად არ ვაღიარებთ და მის შედეგებს არ ვცნობთ. საქართველოს პრეზიდენრი არ ჰყავს, პრეზიდენრტი ჰყავს ქურდულ ოცნებას და ივანიშვილს. ამჟამად გაერთიანებული ოპოზიციის და ჩვენი პარტიის იურისტები, დამიჯერეთ ძალიან მაღალკვალიფიციური იურისტები გვყავს, ამზადებენ სარჩელს, რომ არჩევნები იქნეს ცნობილი ბათილად.“-გაანცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...