მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ლეიბორისტული პარტია" მხარს უჭერს მასობრივი საპროტესტო წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყებას - შალვა ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტია” მხარს უჭერს მასობრივი საპროტესტო წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყებას – შალვა ნათელაშვილი

Published on

 ლეიბორისტული პარტიის ლიდერი გაერთიანებული ოპოზიციის დაანონსებულ აქციას მხარს უჭერს.
 
შალვა ნათელაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, ორი თვის ვადაში დანიშნოს ხელახალი საპრეზიდენტო და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. 
 
ასევე, ლეიბორისტების ლიდერმა მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდა, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ აღიაროს.
 
„შეუძლებელია ივანიშვილის რეჟიმი მოვიცილოთ მშვიდობიანი, დემოკრატიული საარჩევნო გზებით. ამიტომ საქართველოს ლეიბორისტული პარტია მხარს უჭერს მთელ ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყებას და სრულ სოლიდარობას უცხადებს ხვალინდელი აქციის მონაწილეებს. მოვითხოვთ ორ თვეში ხელახალ საპრეზიდენტო არჩევნებს, გადაუდებელ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
 
გაერთიანებული ოპოზიცია ხვალ, 15:00 საათზე, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით მასშტაბურ საპროტესტო აქციას გამართავს.

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...