მთავარისიახლეებიპოლიტიკარესპუბლიკის სასახლე, საკონსტიტუციო სასამართლო თუ პრივატიზაცია - რა ბედი ელის პრეზიდენტის სასახლეს

რესპუბლიკის სასახლე, საკონსტიტუციო სასამართლო თუ პრივატიზაცია – რა ბედი ელის პრეზიდენტის სასახლეს

Published on

რა ბედი ელის ავლაბრის საპრეზიდენტო სასახლეს – ამ ეტაპზე სამი ვერსია ვრცელდება ესენია. პირველი – აღნიშნულ შენობაში რესპუბლიკის სასახლე განთავსდება. მეორე ვერსიით, ავლაბრის რეზიდენციაში საკონსტიტუციო სასამართლო გადმოვა. საუბრობენ პრივატიზაციზეც.
საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა. თამარ ჩუგოშვილის აზრით, ავლაბრის რეზიდენციის პრივატიზება არ მოხდება.
 
„არ მგონია ამ სასახლის პრივატიზება სერიოზულად შეიძლება იქნას განხილული,“-ამბობს ჩუგოშვილი, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი ამბობს, რომ დასახელებულ ვერსიებს შორის, ყველაზე სწორი შენობის პრივატიზება იქნება.
 
გედევან ფოფხაძე მუზეუმის გახსნას არ გამორიცხავს.
 
იქ ხალხმა უნდა იაროს – ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე. მისი თქმით, შენობაში ქალაქის ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია და განხილვა უნდა მოეწყოს.
 
„მოეწყოს სივრცე, რასაც დავარქმევდი თბილისის არქიტექტურის მომავალ პირობით სახელად. იქ გავმართავდი სივრცეს, სადაც იქნებოდა მსჯელობა ქალაქის მომავალ განვითარებასთან მიმართებაში,“-ამბობს კობერიძე.

სიახლეები

Apple-მა App Store-იდან წაშალა რუსული VK-ს აპლიკაციები, როგორიცაა Odnoklassniki

Apple-მა App Store-იდან კომპანიის აპლიკაციები წაშალა, მათ შორის, Odnoklassniki, Mail.ru, VK Music, VK Dating...

რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა აგრესიულ ეტაპზე გადავიდა – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა...

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...