მთავარისიახლეებიპოლიტიკაბაჩუკი ქარდავა: ოპოზიციურ ამომრჩეველს ფიზიკურად არ უშვებენ უბანზე. აი, რისთვის სჭირდებოდათ პირადობები...

ბაჩუკი ქარდავა: ოპოზიციურ ამომრჩეველს ფიზიკურად არ უშვებენ უბანზე. აი, რისთვის სჭირდებოდათ პირადობები და რატომ აგროვებდნენ

Published on

 
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩევლებს საარჩევნო უბანზე მისვლაში ხელს ფიზიკური ძალის გამოყენებით უშლიან.
 
ბაჩუკი ქარდავას თქმით, ასეთი ინციდენტი დაფიქსირდა ზუგდიდის 105-ე უბანზე. ქარდავა პროკურატურას აღნიშნული ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებს:
 
„აქ საერთოდ საოცრებასთან გვაქვს საქმე. ეს არის ზუგდიდის 105-ე უბანი, სადაც ამომრჩეველი, რომელიც სიაში იყო, ყველანაირად კანონიერად, წარადგინა პირადობა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა კომისიაში უთხრა, რომ მას ვერ ცნობს და ძალადობით გაიყვანეს გარეთ და სვამდნენ მანქანაში. ასეთი ფაქტები იღებს ძალიან სერიოზულ სახეს ამ უბანზე განსაკუთრებით, ამომრჩეველს არ აძლევენ ხმის მიცემის უფლებას.
 
ფარულობა, ძალადობა ყველაფერი მორჩა, ახლა უკვე ხვდებიან, რომ მძიმე ვითარება აქვთ, განსაკუთრებით ზუგდიდში და ისინი ოპოზიციურ ამომრჩეველს ფიზიკურად არ უშვებენ უბანზე. აი, რისთვის სჭირდებოდათ პირადობები და რატომ აგროვებდნენ, შეისწავლეს ყველაფერი. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და ამაზე აუცილებლად უნდა აგონ პასუხი იმ ადამიანებმა, ვინც ამ დარღვევას ახდენს. მივმართავ პროკურატურას, ეს ფაქტი აუცილებლად შეისწავლოს და აღიძრას საქმე.“-განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ

სიახლეები

ივანიშვილი აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაში რჩება

ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში რჩება - ამერიკის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განახლებული სია...

უკრაინული დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა

უკრაინული დელეგაცია დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით,...

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...

ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო - მას მხარი 445-მა დეპუტატმა დაუჭირა. 5 პოლიტიკური...