მთავარისიახლეებიპოლიტიკაზაალ უდუმაშვილი: აბსურდის თეატრია, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გაერთიანებულ ოპოზიციას დააბრალონ არჩევნების...

ზაალ უდუმაშვილი: აბსურდის თეატრია, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გაერთიანებულ ოპოზიციას დააბრალონ არჩევნების გაყალბება

Published on

აბსურდის თეატრია, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გაერთიანებულ ოპოზიციას დააბრალონ არჩევნების გაყალბება – მიღებულია დავალება, რომ ჩვენი წარმომადგენლები მასიურად გააძევონ უბნებიდან, – ასე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ზაალ პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელ ბრიფინგს .
 
„რა ვითარებაშიც მიმდინარეობს არჩევნები ამას ყველა კარგად ვხედავთ. ახლა მიღებულია დავალება, რომ ჩვენი წარმომადგენლები მასიურად გააძევონ უბნებიდან, კახეთში ხდება მასიურად გამოყრა, რათა რაც შეიძლება ნაკლები ჩვენი წარმომადგენელი დარჩეს უბანზე. თუმცა, მერწმუნეთ არაფერი აღარ უშველის, მოსახლეობამ მიიღო გადაწყვეტილება და უბნებზე მშვიდად დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას“, – განაცხადა უდუმაშვილმა.
 
 ცნობისათვის, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ  ,,ნაცმოძრაობას“ აქვს მცდელობა, ის გააკეთოს ოპოზიციის რანგში, რასაც აკეთებდა თავის დროზე 2012 წლის ჩათვლით და უფრო ადრე, როცა ის ხელისუფლებაში იყო, „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებას მუდმივად სწორედ გაყალბების შედეგად ინარჩუნებდა. ბუნებრივია, მათ ამ მასშტაბის გაყალბების თავი დღეს აღარ აქვთ, თუმცა მათ აქვთ მცდელობა, საკუთარი რესურსების ფარგლებში ყველა ზომა მიიღონ, რათა არჩევნების გაყალბებას შეეცადონ. მათ არ აქვთ ამის შანსი“ 

სიახლეები

ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს...

ენმ-ს განცხადებით შსს-მ 1 ოქტომბერს აქციის გამართვის უფლება არ მისცა

"გუშინ შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან 5...

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად და ტყვეების დასახმარებლად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს....

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია თავისუფალია

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია თავისუფალია. მან საპატიმრო ცოტა...