მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი ვაშაძე: ,,ამ დროისთვის დაფიქსირებული დარღვევები პირველ ტურთან შედარებით ძალიან გაზრდილია''

გიორგი ვაშაძე: ,,ამ დროისთვის დაფიქსირებული დარღვევები პირველ ტურთან შედარებით ძალიან გაზრდილია”

Published on

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე ამ დროისთვის დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით, პირველ ტურთან შედარებით ძალიან გაზრდილია.
 
"ამ წუთისთვის პირველ ტურთან შედარებით, ძალიან მძიმე მდგომარეობაა საარჩევნო უბნებზე.
 
მე ხელთ მაქვს ფოტო, რომელშიც ჩანს, რომ გურჯაანის ერთ-ერთ უბანზე წინასწარ ხელმოწერილი ოქმი არსებობს და მას მხოლოდ ჩვენი კომისიის წევრის ხელმოწერა აკლია. ეს არის გაუგონარი კანონდარღვევა და წარმოუდგენელია, რაც ხდება.
 
ძალიან საგანგაშო მდგომარეობაა ზოგადად მთლიანად გურჯაანში, სადაც ფიზიკურად ძალადობენ პოლიციის და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები.
 
სოფელ ჯანდარში გამოაძევეს ჩვენი წარმომადგენელი უბნიდან. ადამიანებს აიძულებენ, კაბინიდან გამოსვლის შემდეგ გახსნან ბიულეტენი და აჩვენონ, რომ მათ შემოხაზეს ხელისუფლების კანდიდატი. რაც გაუგონარი დარღვევა და მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ შტაბს დაანებეთ კანონდარღვევებს თავი. ყველაფერს ავსახავთ აუცილებლად.
 
გარდა ამისა, ჩვენს წარმომადგენლებს არ აძლევენ დარღვევების კამერაზე ასახვის საშუალებას.
 
მარნეულში იმყოფება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი, რომელიც აიძულებს ამომრჩეველს, ღიად აჩვენოს შემოხაზული კანდიდატი. დიდუბეში, 29-ე უბანზე, საერთაშორისო დამკვირვებელი გამოაძევა კომისიის თავმჯდომარემ, რადგან უცხოელმა დამკვირვებელმა უბნის ტერიტორიაზე აგიტაცია დააფიქსირა. ნაძალადევში „ქართული ოცნების“ კოორდინატორები დგანან სამაგიდო სიებით ხელში. ეს არის კანონდარღვევა, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს. სხვადასხვა უბნებზე ჩვენს წარმომადგენლებს არ ეძლევათ საშუალება თავიანთი მოვალეობები შეასრულონ“, – ამბობს ვაშაძე.
 
მან ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მიმართა:
 
"საარჩევნო უბნებზე მაგიდები ისეა დადგმული რომ შეუძლებელია დამკვირვებლების მხრიდან იმ მონაცემების კონტროლი რაც ხდება საარჩევნო უბანზე. პირდაპირ თამარ ჟვანიას მოვუწოდებ, მისცეს შესაბამისი განკარგულება უბნებს – ნუ ზღუდავენ დამკვირვებლების მოქმედებას საარჩევნო უბანზე"- ამბობს ვაშაძე.

სიახლეები

აშშ-ის საელჩო: ამ ეტაპზე ვიზიტი არ გვაქვს გამოსაცხადებელი

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია ამერიკული მხარის მიერ საქართველოში აპრილში...

“დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება” – ტრამპი ირანზე

დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ,...

სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის 1 პირი დააკავეს

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს. "სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ...

ნიკოპოლში რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლში, რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა. თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა,...