მთავარისიახლეებიპოლიტიკა50% ბიძინა ივანიშვილის როლს ქართულ პოლიტიკაში უარყოფითად აფასებს, 13% პოზიტიურად, 23% ნეიტრალურია

50% ბიძინა ივანიშვილის როლს ქართულ პოლიტიკაში უარყოფითად აფასებს, 13% პოზიტიურად, 23% ნეიტრალურია

Published on

"რუსთავი 2"-ის დაკვეთით Edison research-მა ბოლო წინასაარჩევნო კვლევა ჩაატარა. კომპანიამ 12-დან 18 ნოემბრის ჩათვლით მთელი საქართველოს მასშტაბით ხმის მიცემის უფლების მქონე 2038 მოქალაქე გამოკითხა და მათ პირისპირი გამოკითხვის გზით დაუსვა შეკითხვები.
კითხვაზე – როგორ აფასებთ – ბიძინა ივანიშვილის როლს ქართულ პოლიტიკაში? რესპოდენტებმა ასე უპასუხეს:
ძალიან დადებითად – 4%;
 
ნაწილობრივ დადებითად – 9%;
 
არც დადებითად, არც უარყოფითად – 23%;
 
ნაწილობრივ ნეგატიურად – 27%
 
ძალიან ნეგატიურად – 23%
 
არ იცის ან უარს ამბობს პასუხზე – 14%.
 
თუ ნეიტრალურ პასუხებს მოვაცილებთ, ხოლო დადებით და უარყოფით შეფასებებს შევაერთებთ, მაშინ მივიღებთ ასეთ სურათს:
 
ჯამში 13% ბიძინა ივანიშვილის როლს ქართულ პოლიტიკაში ძალიან ან ნაწილობრივ პოზიტიურად აფასებს, ხოლო ჯამში 50% – ძალიან ან ნაწილობრივ ნეგატიურად. 23% – ნეიტრალურია.
 
ცდომილების ზღვარი ამ კვლევაში პლუს-მინუს ორი პროცენტია.
 
კვლევის მეთოდოლოგია, დასმული კითხვების ზუსტი ფორმულირება და სხვა ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე

სიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი გამოაცხადეს

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი აამოქმედეს. ცნობა მარიონეტული რეჟიმის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა და მოსახლეობას...

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ემინ ალიევს, რომელმაც ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ ბინაში გაგუდა

საქართველოს პროკურატურამ აზერბაიჯანის მოქალაქე ემინ ალიევს, რომელმაც ასევე აზერბაიჯანის მოქალაქე ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ...

უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს...