მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ანაკლია არის საქართველოს განვითარების შანსის გაშვებული შესაძლებლობა“- სანდრა-ელისაბედ რულოვსი ანაკლიელებს შეხვდა

„ანაკლია არის საქართველოს განვითარების შანსის გაშვებული შესაძლებლობა“- სანდრა-ელისაბედ რულოვსი ანაკლიელებს შეხვდა [Video]

Published on

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა-ელისაბედ რულოვსი ანაკლიის მოსახლეობას შეხვდა. ანაკლიელების ემოციურად დატვირთული შეხვედრა სანდრა რულოვსთან „ოდიშის“ კამერამ დააფიქსირა. ადგილობრივები ამბობენ, ქვეყანა 6 წელია წინ არ წასულა და დადგა ცვლილებების დრო. ანაკლიის განვითარების შეჩერებას ეხმაურება სანდრა რულოვსი, მისი თქმით, ანაკლია არის საქართველოს განვითარების გაშვებული შესაძლებლობა:  „დღეს ანაკლიაში ვარ და ძალიან მტკივა გული, აქ ცხოვრება დუღდა და ახლა მიტოვებული ქალაქია, თითქოს ჩერნობილია, თითქოს რაღაც არის აქ მომწამვლელი და არავინ ეკარება. აქ უნდა იყოს ინოვატორული იდეების ხორცშესხმა, აქ ყველაფრის გაკეთება შეიძლება, უბრალოდ გამოუყენებელია, აი,  ლაზიკა რომ უნდა ყოფილიყო სკაილაინზე, ესეც ვერ შეძლეს. ეკონომიკური თავისუფალი ზონა უნდა ყოფილიყო, რომელიც აუცილებლად მოიზიდავდა ინვესტორებს, მაგრამ ხედავთ რომ გაჩერებულია, მთელი დანაშაული იმაშია, რომ ვერ გამოიყენეს ანაკლია. ეს არის გაშვებული შანსი, გაშვებული შესაძლობა საქართველოს განვითარების, აფხაზეთთან ახლოს, აჭარისგან არც ისე შორს.“- განაცხადა სანდრა რულოვსმა
 
 
 
 
 

 

სიახლეები

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა-ტრამპი

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში,...

შევქმნით “რეფორმატორთა საბჭოს”, აღმასრულებელი მდივანი ჟორჟოლიანი იქნება – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ გეგმავს, შექმნას "რეფორმატორთა საბჭო",...

დაკავებულია “ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული 29 პირი, 3-ს ბრალი წარედგინება – შსს

შსს-ს განცხადებით, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი...

აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

შტატების პასუხი - ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმის შემდეგ...