მთავარისიახლეებიპოლიტიკაპაატა ბურჭულაძის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძე ღირსეული ადამიანია და ის საქართველოს სწორ გზაზე...

პაატა ბურჭულაძის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძე ღირსეული ადამიანია და ის საქართველოს სწორ გზაზე დააყენებს.

Published on

ბატონი გრიგოლი არის უაღრესად პატიოსანი, დიდი დიპლომატი, ფლობს 8 ენას, პრინციპული, ღირსეული, არ გაიყიდება არაფერზე – ეს განცხადება, მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძე გადაცემა „არჩევანში“ გააკეთა.
 
პაატა ბურჭულაძის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძე ღირსეული ადამიანია და ის საქართველოს სწორ გზაზე დააყენებს.
 
„მე ძალიან გამიადვილდა ამერჩია საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, იმიტომ რომ მე შევარჩიე ყოველგვარი ირონიის გარეშე ვიძახი, რომ მე შევარჩიე ისეთი ადამიანი, ისეთი ღირებულებების ადამიანი, რომელიც შეიძლება არ მოსწონდეს ბიძინა ივანიშვილს. ზუსტად ასე შევარჩიე. ბატონი გრიგოლი არის უაღრესად განათლებული, კულტურული, პატიოსანი, დიდი დიპლომატი, ფლობს 8 ენას, პრინციპული, ღირსეული, არ გაიყიდება არაფერზე, ქვეყანას გააერთიანებს, წაიყვანს წინ,“ – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
 
ბურჭულაძის თქმით, გრიგოლ ვაშაძის ღირსება საქართველოს მოქალაქეებმაც დაინახეს, რადგან მათ არჩევნების პირველივე ტურში მას დაუჭირეს მხარი. მსოფლიო ბანი ამბობს, რომ გრიგოლ ვაშაძე მეორე ტურშიც გამარჯვებას მოიპოვებს. 
 
ბურჭულაძის თქმით, საფრანგეთში მცხოვრები ქართველები არჩევნების 28 ნოემბერს, სამუშაო დღეს დანიშვნით, უკმაყოფილებას გამოთქვამენ. 

სიახლეები

ძმები ფეიქრიშვილების დედა ივანიშვილს მიმართავს

დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და...

მათი დღეები დათვლილია! – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ სუბიექტურად უფრო მომგებიანი იქნებიდა არსებული პოლიტიკური სპექტრისა...

დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი

ტყუპების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ადვოკატი პაატა გოგიაშვილი „პირველებთან“ საუბარში აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილი...

პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება – TI

კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს...