მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი გახარია ზუგდიდში საარჩევნო თემების მოგვარებით არის დაკავებული და ამიტომ პარლამენტში მოსვლა...

გიორგი გახარია ზუგდიდში საარჩევნო თემების მოგვარებით არის დაკავებული და ამიტომ პარლამენტში მოსვლა არ უნდა- აცხადებენ საპარლამენტო უმცირესობაში

Published on

შს მინისტრს პარლამენტში უმცირესობა იბარებს. მთავარი საკითხი, რაზეც მათ მინისტრისგან პასუხის მოსმენა სურთ, ხორავას ქუჩის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების შესრულებაა. მაგრამ როგორც ირკვევა მინისტრი პარლამენტში მისვლას არ აპირებს, ყოველ შემთხვევაში მიმდინარე კვირას მაინც.
 
,,როგორც ჩანს, შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას პარლამენტში მოსვლა არ უნდა, რადგან სხვა რამებით არის დაკავებული – ეს სხვა რამეა ზუგდიდში საარჩევნო თემების მოგვარება, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ განუცხადა.
 
როგორც კაპანაძემ განმარტა, გიორგი გახარია პარლამენტში მიწვეულია საპარლამენტო უმცირესობის ფორმატში და უმცირესობა მზად არის, ნებისმიერ დროს შეხვდეს მას.
 
კაპანაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მხრივ დასაზუსტებელი და შესათანხმებელი არაფერია და ყველაფერი მინისტრზეა დამოკიდებული.
 
„გიორგი გახარია პარლამენტში დაბარებულია უმცირესობის სხდომაზე, უმცირესობა მზად არის მიიღოს ნებისმიერ დღეს, მაგრამ როგორც ჩანს, მოსვლას არ აპირებს. სხვა რა არის შესათანხმებელი, ჩვენთვის სრულიად გაუგებარია“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
 
 
შეგახსენებთ როგორც ეს  პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძემ 19 ნოემბრის ბიუროს სხდომაზე დააანონსა, მიმდინარე კვირას  შს მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში სავარაუდოდ, აღარ მივა.
 
ბიუროს სხდომაზე კობახიძემ განაცხადა, რომ შს მინისტრთან შეხვედრა მიმდინარე კვირას გაიმართებოდა და მან კოლეგებს კონკრეტულ თარიღზე შეთანხმება შესთავაზა, თუმცა გახარიას პარლამენტში მისვლის თარიღსა და ფორმატზე კონსულტაციები პარლამენტში ამ დრომდე არ გამართულა.
 
 
 

სიახლეები

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა

უკრაინამ რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა - ამის ამსახველი კადრები...