მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის თხილის გადამამუშავებელი ქარხნის მეწილეთა შორის კონფლიქტში დაჭრილი ახალგაზრდის მდომარეობა ამ...

ზუგდიდის თხილის გადამამუშავებელი ქარხნის მეწილეთა შორის კონფლიქტში დაჭრილი ახალგაზრდის მდომარეობა ამ დრომდე მძიმეა

Published on

წუხელ ზუგდიდში თხილის გადამამუშავებელი ერთ-ერთი ქარხნის მეწილე დაჭრეს. მეწილეებს ერთმანეთში თხილის გამო  მოუვიდათ დავა.

არსებული ინფორმაციით, მათ შორის დაწყებულ სიტყვიერ დაპირისპირებაში ადგილობრივი ავტორიტეტებიც ჩაერთვნენ. საქმის გარჩევას ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, რაც საბოლოოდ ორი ადამიანის დაჭრით დასრულდა.

ქარხნის მეწილეს 35 წლის ბესო დგებუაძეს სამი ტყვია მოხვდა, მას წუხელვე  ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია ზუგდიდის რეფერარულ საავადმყოფოში ,   ის კვლავ მართვით სუნთქვაზეა. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

დანით არის დაჭრილი ფეხის არეში მისი მეგობარი კახა ჯიქია. .ის ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული.  ექიმების თქმით ჭრილობა შედარებით მსუბუქია, და სიცოცხლისთვის საშიში არ არის. 

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

 
დაჭრის ფაქტი გუშინ, 21 ნოემბერს დაფიქსირდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
 
 

სიახლეები

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია თავისუფალია

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია თავისუფალია. მან საპატიმრო ცოტა...

თბილისში, სტუდენტის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სტუდენტის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა...

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...