მთავარისიახლეებიპოლიტიკარუსული კინოფესტივალის თბილისში გამართვას ოპოზიციისგან მწვავე შეფასებები მოჰყვა

რუსული კინოფესტივალის თბილისში გამართვას ოპოზიციისგან მწვავე შეფასებები მოჰყვა

Published on

ფესტივალს “პაემანი რუსეთთან” მწვავე შეფასებები მოჰყვა ქართველი დეპუტატების მხრიდან.ოპოზიცია ხელისუფლებას ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის უხეშ დარღვევასა და უმოქმედობაში ადანაშაულებს. მათი განმარტებით, ეს კანონი სწორედ ასეთი დარღვევების თავიდან აცილების მიზნით მიიღეს.„დღევანდელი ხელისუფლება არათუ ეფექტიანად არ იყენებს იმ საკანონმდებლო ჩარჩოს, რომელიც ჩვენ შევქმენით იმისთვის,რომ დავიცვათ ჩვენი უფლებები ოკუპაციის პირობებში, არამედ ხშირად პირდაპირ ეხმარება მატ შორის; რუსეთის რბილი ძალის გაძლიერებას ჩვენს სახელმწიფოში,“-ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი.ოპოზიცია ამბობენ, რომ სახელმწიფო წინასწარ უნდა იკვლევდეს თუ ვინ აპირებს ჩვენი საზღვრის გადმოკვეთას და რეაქციაც ადეკვატური უნდა იყოს.„ერთი მხრივ მისასალმებელია, რომ ვინც ოკუპაციის კანონს არღვევდა არ შემოუშვეს, მაგრამ მეორე მხრივ გაუგებარია რატომ შემოუშვეს ისინი, ვინც შემოსაშვები არ იყო, გაუგებარია რა პრინციპით მოქმედებს ხელისუფლება“-ამბობს „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი კიკნაველიძე.
რუსული კინოფესტივალი ხვალ დასრულდება.

სიახლეები

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია თავისუფალია

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია თავისუფალია. მან საპატიმრო ცოტა...

თბილისში, სტუდენტის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სტუდენტის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა...

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...