მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით ბერძენიშვილი: ,,გრიგოლ ვაშაძე დღეს ფავორიტია. ხელისუფლება ძალიან შეშინებულია“

დავით ბერძენიშვილი: ,,გრიგოლ ვაშაძე დღეს ფავორიტია. ხელისუფლება ძალიან შეშინებულია“

Published on

,,ხელისუფლების არაკვალიფიციურობას პასუხი არჩევნების პირველ ტურში გასცა," – ამის შესახებ განცხადება რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრმა, დავით ბერძენიშვილმა, გააკეთა.
 
მისი თქმით, არჩევნების ბედს წყვეტს ახლა ის ამომრჩეველი, ვინც ე.წ. შუაშისტები არიან და არც ნაციონალურ მოძრაობას და არც ქართულ ოცნებას არ უჭერენ მხარს. დავით ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს შეძლებს, დაამარცხოს სახელისუფლებო კანდიდატი.
 
„გრიგოლ ვაშაძე დღეს ფავორიტია. მას არ სჭირდება არავითარი პოპულისტური კამპანია. აქამდე მოვიდა სოლიდური კამპანიით. მას აქვს შესაძლებლობა, გაიმარჯვოს და დაამარცხოს. გარდა მისი ტრადიციული ხმებისა, ის იმატებს არა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების უმრავლესობას. ხელისუფლება ძალიან შეშინებულია,“ – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.   
 
დავით ზურაბიშვილის ასევე გამოეხმაურა კახა კალაძის მიერ არასამთავრობოების კრიტიკას და განაცხადა, რომ არ შეიძლება, ასე ხელაღებით ისაუბრო ისეთ გავლენიან ორგანიზაციებზე, როგორიცაა, მაგალითად, საია. 
 
 

სიახლეები

“ოცნებამ” ევროსასამართლოში კიდევ ერთი საქმე წააგო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული გელა ჭიღლაძის საქმეზე გადაწყვეტილება...

მარნეულის მერის ძალადობაში ბრალდებული ძმა სახლშია

მარნეულის მერის ძმა, ქენან ისმაილოვი, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში ძალადობის ბრალდებით დააკავეს, უკვე სახლში...

ოპოზიციის ლიდერები აკრედიტებულ ელჩებს ხვდებიან

პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვამდე ერთი დღით ადრე ოპოზიციის ლიდერები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს...

ტრამპი: არ მჯერა, რომ რუსეთი ირანს ეხმარება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ რუსეთი ირანს ეხმარება. ამის შესახებ...