მთავარისიახლეებიპოლიტიკაიაფი ფული, დაბალი გადასახადები და მოტყუებული ამომრჩეველი - ივანიშვილის მიერ 2012 წელს​...

იაფი ფული, დაბალი გადასახადები და მოტყუებული ამომრჩეველი – ივანიშვილის მიერ 2012 წელს​ გაცემული დაპირებები, რომელიც არ შესრულდა

Published on

პირობა, რომელიც ივანიშვილმა დადო, თუმცა, არ შეასრულა – ძვირადღირებულ დაპირებებს შორის, რომელიც ოლიგარქმა 2012 წელს გასცა და რომელიც 1181862-მა ადამიანმა დაიჯერა, იაფი ფული და სამჯერ გაიაფებული კომუნალური გადასახადებიც იყო. თუმცა, არჩევნების დასრულებიდან მალევე ივანიშვილის მოსახლეობასთან ურთიერთობის ტონიც და დაპირებების სიაც რადიკალურად შეიცვალა. მან თქვა, რომ დაპირება ტარიფის გაიაფების შესახებ გადაჭარბებული იყო.
 
მისი ერთ-ერთი დაპირება 2012 წლის არჩევნებისთვის პროდუქტზე დაბალი ფასებიც იყო. მათ შორის, უნდა გაიაფებულიყო საწვავი, რომელიც, მისი მტკიცებით, მაშინდელმა ხელისუფლებამ ხელოვნურად გაზარდა. თუმცა, არჩევნების დასრულების შემდეგ ივანიშვილმა ბენზინიდან სააკაშვილის ჯიბეში წასულ ერთ ლარს ვერ მიაგნო. სამაგიეროდ გაძვირდა გადასახადები, კიდევ უფრო მოიმატა საწვავის ფასმა.
 
გადასახადებთან ერთად, 2012 წელს დადებული პირობის თანახმად, უნდა შემცირებულიყო საპროცენტო განაკვეთები. იპოთეკური სესხი კი ევროპულ მინიმალურ მაჩვენებელს უნდა გასტოლებოდა.
 
არ შესრულდა მედიკამენტების გაიაფების დაპირებაც ისევე, როგორც ექიმებისთვის ხელფასების მომატება. არც სოციალური დახმარების და პენსიის რაოდენობა გაორმაგებულა.
 
ივანიშვილმა დაივიწყა მისი მთავარი დაპირებაც, ასობით საწარმოს შექმნასთან დაკავშირებით.

სიახლეები

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია თავისუფალია

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია თავისუფალია. მან საპატიმრო ცოტა...

თბილისში, სტუდენტის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სტუდენტის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა...

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...