მთავარისიახლეებიპოლიტიკაალიანსმა დიდი შეცდომა დაუშვა, რომ 2008 წელს საქართველოსა და უკრაინას MAP-ის მიცემაზე...

ალიანსმა დიდი შეცდომა დაუშვა, რომ 2008 წელს საქართველოსა და უკრაინას MAP-ის მიცემაზე უარი უთხრა- რასმუსენი

Published on

 NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ ალიანსლა დიდი შეცდომა დაუშვა, რომ 2008 წელს საქართველოსა და უკრაინას MAP-ის მიცემაზე უარი უთხრა. ამის შესახებ მან The Institute for War & Peace Reporting-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ეს უარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისათვის არასწორი სიგნალი გამოდგა და სავარაუდოდ უდიდესი როლი შეასრულა მის გადაწყვეტილებაზე იმავე წლის აგვისტოში საქართველოზე თავდასხმა განეორციელებინა.
ამ აქციის შემდეგ, ცხადი გახდა, რომ პუტინმა, მის მიმართ განხორციელებული დათმობა ჩათვალა როგრც სისუსტე, რამაც რუსეთი სტრატეგიულ მოწინააღმდეგედ აქცია.
 
"პირადად მე მაშინ ვემხრობოდი იმ აზრს, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის ბუქრესტშივე მიგვეცა MAP-ი. ჩვენ ეს უნდა გაგვეკეთებინა. და რადგან არ გავაკეთეთ. ამით ჩვენ გავუგზავნეთ არასწორი სიგნალი პუტინს… მან იფიქრა, რომ ამიერიდან შეუძლია აგრესიულად იმოქმედოს და ეს იმავე წლის აგვისტოში გააკეთა, როდესაც საქართველოს დაესხა თავს," – აცხადებს რასმუსენი. რასმუსენის განცხადებით, ახლაც არის შესაძლებელი, რომ ამ პროცესს სტარტი მიეცეს:
"თუ საქართველოს და უკრაინას მართლაც უნდათ NATO-სა და ევროკავშირის წევრობა. ჩვენ უნდა დავიწყოთ პროცესი, ჩვენ არ უნდა ვთქვათ "არა". შესარულებენ თუ არა ეს ქვეყნები შესაბამის კრიტერიუმებს მომავალში, ეს კიდევ გასარკვევი იქნება და ეს იქნება საერთო გადაწყვეტილება".
 
მისი თქმით, თუ საქართველო წარადგენს ალიანსის წევრობის განაცხადს, NATO-მ უნდა მისცეს მას ამის საშუალება.
 
"საქართველო ამ ეტაპზე სამიდან ორი კრიტერიუმი უკვე დააკმაყოფილა. მესამე კრიტერიუმი – შეუწყობს თუ არა საქართველო საერთო უსაფრთხოების გაუმჯობესებას ხელს, ეს რა თქმა უნდა სადისკუსიო თემაა, რაც სხვასთან ერთად, აფხაზეთისა და ოსეთის ბედთანაც არის დაკავშირებული. თუმცა, ფაქტია, ეს ყოველივე საქართველო-ნატოს დიალოგის მეშვეობით უნდა გადსაწყდეს და ეს მოსკოვის გადასაწყვეტი არაა," – აცხადებს ყოფილი გენერალური მდივანი.

სიახლეები

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც 30...

TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”

"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. TI-ის...

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია 4 პირი. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ნივთმტკიცებად...