მთავარისიახლეებიეკონომიკამეორე ტურამდე ეროვნულმა ბანკმა მოსახლეობის გაღიზიანებას აარიდა თავი - საბანკო შეზღუდვები პირველ...

მეორე ტურამდე ეროვნულმა ბანკმა მოსახლეობის გაღიზიანებას აარიდა თავი – საბანკო შეზღუდვები პირველ იანვრამდე გადავადდა

Published on

მეორე ტურამდე ეროვნულმა ბანკმა მოსახლეობის გაღიზიანებას აარიდა თავი და პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო – .საბანკო შეზღუდვები კიდევ ერთხელ გადავადდა – 15 ნოემბრის ნაცვლად სესხებზე ხელმისაწვდომობა უკვე პირველი იანვრიდან შეიზღუდება.
 
ბრალდებას, რომ 
 
დადგენილების საბოლოო ვერსიაში სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტები გაზრდილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველთვიურად გადასახადი თანხის ოდენობა შედარებით მეტია.
 
მაგალითად, თუ ოჯახის შემოსავალი 3 ათასი ლარია, 15-წლიანი სესხის შემთხვევაში ყოველთვიური თანხა არ უნდა აღემატებოდეს 1,350 ლარს, 5-წლიანი სესხის შემთხვევაში კი 1,650 ლარს.
 
იზღუდება ბინით უზრუნველყოფილი სესხის აღებაც. ბინას, რომელშიც ცხოვრობთ, ბანკში ვეღარ ჩადებთ, თუ შემოსავლებს ვერ დაადასტურებთ.
 
ექსპერტები ამბობენ, რომ კოეფიციენტების გაზრდა კარგია, თუმცა შეზღუდვების შემოღება შეამცირებს მსესხებლების რაოდენობას და სესხის მოცულობას, რაც თავის მხრივ ეკონომიკის ზრდას შეაფერხებს.
 
ცენტრალურ ბანკს პოლიტიკოსები პოლიტიზირებული გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მოსახლეობის გაღიზიანება მეორე ტურის წინ სწორედ ქართულ ოცნებას დააზარალებს.
 
ეროვნულ ბანკთან შეკითხვები არ აქვს მმართველ გუნდს. გვენეტაძის უწყების არგუმენტები უმრავლესობისთვის მისაღებია.
 
შეზღუდვა მხოლოდ ფიზიკურ პირებს ეხებათ. ეროვნულ ბანკში ვარაუდობენ, რომ ახალი რეგულაციებით პრობლემური სესხების რაოდენობა შემცირდება.

სიახლეები

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია 4 პირი. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ნივთმტკიცებად...

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო - ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა - საგამოცდო...

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....