მთავარისიახლეებისაზოგადოებასენაკელი მოსწავლეების პირველი ადგილი კონკურსზე ,,ლენარდო და ვინჩი''

სენაკელი მოსწავლეების პირველი ადგილი კონკურსზე ,,ლენარდო და ვინჩი”

Published on

თიბისი გალერეაში, მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის – „ლეონარდო და ვინჩი" 18 ფინალური პროექტის გამოფენა და გამარჯვებულების დაჯილდოება ჩატარდა.
კონკურსის გამარჯვებულების სია ასე გამოიყურება:
 
გრან პრი – სერვანტესის სახელობის გიმნაზია – „აია-ჯესს"-ის XII კლასის მოსწავლეები: დეა ილარიოვა, შორენა გუჯაბიძე და მარინა გუჯაბიძე. პროექტი – „Health care" – გარემოს მრავალფუნქციური მონიტორინგის სისტემა.
 
I ადგილი – სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის X კლასის მოსწავლეები: მილანა გაგულია, მარიამ ბახტაძე და ანა კალანდარიშვილი. პროექტი – უნივერსალური მოწყობილობა უსინათლოთათვის.
II ადგილი – საჩხერის გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის XII კლასის მოსწავლეები: ერეკლე თაბაგარი, ნინო მაკასარაშვილი, თამარ დეკანოიძე. პროექტი – კვების პროდუქტები მენიუ კალორიებით – „ერთი ნაბიჯი ჯანსაღი კვებისკენ".
III ადგილი – ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის VIII-XII კლასის მოსწავლეები: ნატა სულაქველიძე და გვანცა მაჩიტიძე. პროექტი – უსინათლოთა სიარულის მაკორექტირებელი სენსორული სისტემა.
 
პირველ ადგილზე გასული პროექტის ავტორი   5000 ლარით დაჯილდოვდა.  მას ასევე გადაეცა  თიბისი სტატუსის საქველმოქმედო პლატფორმის  – StatusDonates.ge -ს მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი – ყოველთვიური, ერთწლიანი სტიპენდია 
 
რაც შეეხება სხვა დაჯილდოებულებს – გრან პრით დაჯილდოებული პროექტის ავტორი შემეცნებითი ტურით საზღვარგარეთ გაემგზავრება. 
მეორე ადგილზე გასული გამომგონებელი  – 3000 ლარით დაჯილდოვდა, , მესამე ადგილზე გასული  – 2000 ლარით 
გამარჯვებული პროექტების ავტორები  აშშ-ში, ინტელის საერთაშორისო სამეცნიერო-საინჟინრო გამოფენაზე – Intel ISEF საქართველოს სახელით მიიღებენ მონაწილეობას
 
მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი – „ლეონარდო და ვინჩი" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით წელს მეცხრედ ჩატარდა. 2016 წლიდან პროექტის ოფიციალური მხარდამჭერია თიბისი. კონკურსის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია, სამეცნიერო სფეროში ახალგაზრდა კადრების მოზიდვა, სამეცნიერო მიმართულებებით მოზარდების ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან დაინტერესება. 2010 წლიდან დღემდე კონკურსში 402 საკონკურსო განაცხადი იყო წარდგენილი, რომელთაგან 53 გამარჯვებული პროექტი გამოგონებად ჩაითვალა.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...