მთავარისიახლეებიპოლიტიკა„არ შეიძლება მაგის თქმა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, ეს არის მებრძოლების გაყიდვა"...

„არ შეიძლება მაგის თქმა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, ეს არის მებრძოლების გაყიდვა” – დევი ჭანკოტაძე

Published on

„არ შეიძლება მაგის თქმა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, საქართველომ დაბომბა ცხინვალი, ეს არის მებრძოლების გაყიდვა,“- ამის შესახებ გენერალმა დევი ჭანკოტაძემ „კვირის აქცენტების“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ის სალომე ზურაბიშვილს მხარს არ უჭერს და „ქართული ოცნების“ რჩეული პრეზიდენტობის კანდიდატის წინააღმდეგ გამოდის.

გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის აზრით, არ შეიძლება ქვეყნის მთავარსარდალი გახდეს ადამიანი, ვინც საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში ადანაშაულებს.

„ვამობდი, მთელი ცხავრება ვომობ, საქართველოს ინტერესებს ვიცავ, თუ დასჭირდა ჰააგის ტრიბუნალზეც გავალ და ჩემს სიტყვას ვიტყვი, მაგრამ აქამდე არ უნდა მივიდეს. ის ადამიანები, ჩემი თანამებრძოლები, ვინც ომობდნენ, დაღუპული ბიჭების ოჯახები ასეთ დღეში არ უნდა იყვნენ. არ შეიძლება მაგის თქმა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, საქართველომ დაბომბა ცხინვალი, ეს არის მებრძოლების გაყიდვა,“- განაცხადა დევი ჭანკოტაძემ.

გენერალმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მიმდინარეობა დეტალურად გაიხსენა. მისი თქმით, რუსეთის მთავრი ამოცანა იყო თბილისის აღება. ჭანკოტაძის განცხადებით, რომ არა საქართველოს სამხედრო წინააღმდეგობა რუსეთის მიმართ მათ მიერ დაწყებულ ომზე, ათასობით ადამიანს მძევლად აიყვანდნენ.

„2-დან 8-მდე უკვე ჩვენ გვყავდა 16 დაჭრილი სამხედრო და პოლიციელი, ორი მებრძოლი დაიღუპა… დაახლოებით, 15-18 ათასი ადამიანის გადარჩენა გვინდოდა,“- განაცხადა დევი ჭანკოტაძემ.

გენერლის თქმით, ტერმინი „მძინარე ცხინვალის დაბომბვა“, ლავროვისგანწამოვიდა.

დევი ჭანკოტაძემ ზურაბიშვილის იმ განცხადებაზე ისაუბრა, რომელიც წითელუბნის დაბომბვას ეხებოდა.

„ბომბი წამოვიდა, ჩვენ ასეთი იარაღი არ გაგვაჩნდა, ეს იყო რუსების ნასროლი იმ მიზნით, რომ ჩვენი მზადყოფნა შეემოწმებინათ ბრძოლისთვის,“- განაცხადა ჭანკოტაძემ.

სიახლეები

ვერა და ვერ მიხვდა ეს ადამიანი, როგორ უნდა ესაუბროს ქართველ ხალხს – მდინარაძე ფიშერზე

ივანიშვილის წარმომადგენელი მამუკა მდინარაძე საქართველოში გერმანიის ელჩ, პეტერ ფიშერზე ამბობს, რომ იგი "შეურაცხყოფას აყენებს...

ჯაშუშობაში ბრალდებულ ირაკლი ჩიხლაძეს პატიმრობა შეეფარდა

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ჩიხლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა...

“შეურაცხმყოფელ კამპანიებზე რეაგირების” სამმართველოს უფროსი თამთა ქიმბარიშვილი იქნება

ოცნების მიერ "სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველოს" უფროსად თამთა ქიმბარიშვილი დაინიშნა. რუსთავი 2-თან...

როგორი ამინდი იქნება 2-4 ივნისს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2-4 ივნისს საქართველოს ცალკეულ რაიონში, შედარებით სითბოს ფონზე, მოსალოდნელია ხალმოკლე...