მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ედისონ რისერჩის'' მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებმა მმართველი გუნდის გაღიზიანება გამოიწვია

,,ედისონ რისერჩის” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებმა მმართველი გუნდის გაღიზიანება გამოიწვია

Published on

„რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებმა მმართველი გუნდის გაღიზიანება გამოიწვია.
 
„ჩვენ ვნახეთ Edison-ის კვლევის შედეგები პირველ ტურში, რომელიც აცდა არჩევნების შედეგებს,“- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძე  Edison Research-ის კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს. – ეს არის „ნაცმოძრაობის“ სახე, 2-ჯერ ჩაატარა Edidson-მა კვლევა და ორჯერვე აცდა შედეგებს… Edison-ი მოიკითხეთ, რომელმაც ორჯერ დადო გაყალბებული კვლევის შედეგები,“- განაცხადა კობახიძემ.
 
. დავით სერგეენკოს თქმით, მაღალი სანდოობა მხოლოდ არჩევნების შედეგებს აქვს.
„ჩვენ ვნახეთ Edison-ის კვლევის შედეგები პირველ ტურში, რომელიც აცდა არჩევნების შედეგებს,“- განაცხადა მან.
 
 გია ვოლსკი ამბობს, რომ ის უფრო მაღალი პროცენტული მაჩვენებლის დაწერას ელოდა ვაშაძისთვის და ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ მოსახლეობაში შეიქმნას განწყობა.
 
„მე დარწმუნებული ვიყავი, რომ რისერჩი, რომელიც გაკეთდებოდა გაცილებით მეტ უპირატესობას ჩაიწერდა ვაშაძეს. ველოდებოდი რომ 70% იქნა განცხადებული. ამ შემთხვევაში ცოტა მორიდებული ციფრი კი თქვეს, მაგრამ რეალურად ეს არის ის თემა რასაც უნდა მოჰყვეს საზოგადოების გარკვეულწილად დათრგუნვა. პროპაგანდა იმისა, რომ გადაწყვეტილია საკითხი. ეს  თემა, საერთოდ საარჩევნო თემა წყდება საარჩევნო ყუთებთან და საზოგადოებას ძალიან კარგად ესმის რასთან აქვს საქმე,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.
 
კვლევის შედეგებს არ ენდობა ეკა ბესელიაც. მისი თქმით ციფრები, რომელი Edison Research-მა დაასახელა, მოდელირებულს  ჰგავს.
 
„პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილმა მიიღო უფრო მეტი ხმა მაგრამ კომენტარები და განცხადებები კეთდება, რომ თითქოს ვაშაძემ გაიმარჯვა და ეს ისმის მთელი ამ ხნის განმავლობაში, აი ესეთი მოდელირებული მგონია მე ახლა ეს კვლევები, რომელიც გამოქვეყნდა. არანაირი ნდობა არ მაქვს,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.
 
შეგახსენებთ,  Edison Research- ის შეკითხვას ,, დღეს რომ არჩევნების მეორე ტური ტარდებოდეს რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას'' , გამოკითხულთა 56% უპასუხა, რომ გრიგოლ ვაშაძეს , 44% კი  სალომე ზურაბიშვილს
 

 

სიახლეები

ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევეს

მოსამართლე მეია მელქაძემ ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევა. მიზეზად მან წესრიგის დარღვევა...

მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა

ქუთაისში, მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო...

ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა

ჟურნალისტმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა, სამდღიანი პატიმრობის შემდეგ, მცხეთის იზოლატორი დატოვა. მას საპატიმროსთან ოჯახის წევრები და აქტივისტები...

პაპუაშვილი- ევროპარლამენტში ზოგი ისეთია, ნება რომ მისცე, რაკეტებსაც დაგვიშენდნენ

ევროპარლამენტში ზოგი ისეთი ხალხია, ნება რომ მისცე რაკეტებსაც დაგვიშენდნენ საქართველოს, ჭკუა მათ არ მოეკითხებათ....