მთავარისიახლეებიპოლიტიკა„არა სალომეს, არა „ოცნებას“, ეს კაცი აირჩიეს იმიტომ, რომ ნელ-ნელა დაავიწყონ აფხაზეთი,...

„არა სალომეს, არა „ოცნებას“, ეს კაცი აირჩიეს იმიტომ, რომ ნელ-ნელა დაავიწყონ აფხაზეთი, სამაჩაბლო” – „თეთრი არწივის“ მებრძოლი

Published on

„არა სალომეს, არა „ოცნებას“, იმიტომ, რომ რატომ აირჩიეს ეს კაცი, ეს ადამიანი. აირჩიეს იმიტომ, რომ ნელ-ნელა დაავიწყონ აფხაზეთი, სამაჩაბლო, ნელ-ნელა დაავიწყონ და დააბრალონ ყოფილ მთავრობას, იმათ ნამუსზე იყოს და თვითონ სუფთა გამოვლენ,“- ასე ეხმაურება „თეთრი არწივის“ მებრძოლი, გიორგი კედელაშვილი სალომე ზურაბიშვილის ბრალდებას, რომ თითქოს, 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო.
 
არა სალომე ზურაბიშვილს! — ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები და ოფიცრები მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის წინააღმდეგ ერთიანდებიან.
 
კამპანიას ასეულობით სამხედრო უერთდება. ისინი საკუთარ პოზიციას საჯარო განცხადებებით განმარტავენ.
 
„თურმე ჩვენ წამოვიწყეთ, ეს სასაცილოა. ჩემი გული ტირის, რომ ასეთი ადამიანი საქართველოში როგორ უნდა ცხოვრობდეს. თამარაშენში ვარ დაჭრილი, რაც მე ვნახე იქ, იმის დავიწყება არ შეიძლება. რომ გამოდის და შეურაცხყოფას აყენებს, ჩემი შეურაცხყოფა არაა უფრო, დაღუპულების შეურაცხყოფაა. იმათმა შეურაცხყოფამ ჩემზე ძალიან იმოქმედა, იმიტომ, რომ ვალდებულად ჩავთვალე თავი, რომ მეთქვა, სალომეს არა, არც მარტო სალომეს, ვინც მხარს უჭერს. იმ ბიჭებს, ვინც მანდ არიან, ჩემს თანამებრძოლებს, თვითონ გია ყარყარაშვილს მინდა, მივმართო, რომ არ დავივიწყოთ ის ბიჭები და რის გულზე  ვომობდით. მე არ მინახავს იქიდან არცერთი აფხაზი, იქ მარტო რუსები ვნახე, ერთ თუ იყო დაღუპული, 30 რუსი იყო. ეს ხომ უნდა იცოდეს, ალბათ, არ იცის, ან შეგნებულად გვატყუებს,“- განაცხადა „თეთრი არწივის“ მებრძოლმა, გიორგი კედელაშვილმა.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...