მთავარისიახლეებიპოლიტიკანუ იქცევით „ბურიდანის ვირივით“ - რომან გოცირიძე

ნუ იქცევით „ბურიდანის ვირივით“ – რომან გოცირიძე

Published on

ფრაქცია „ნაციონალური მოძრობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძის პაირ ხელმძღვანელის განცხადება არჩევნების შემდეგ რევოლუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ არასწორად გაიგო.
 
„როდესაც გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის პაირხელმძღვანელი ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ იქნება რევოლუციური ცვლილებები, ეს ადამიანები ვერ გრძნობენ ამ სიტყვის მნიშვნელობას და მაინც და მაინც ბრჭყალებში უნდა ჩაუსვან. მაგრამ, ასეც რომ იყოს, მაინც ვერ გაიგებენ. წარმოიდგინეთ, ახლა რომ ვთქვა, „ქართული ოცნება“ არის „ტროას ცხენი“, ან „ბურიდანის ვირი“, რა ხმაურს ატეხავენ. იტყვიან, რომ შეურაცხყოფას აყენებენ და იტყვიან: „ვინ არის თქვენი სახედარი, ვინ არის თქვენი ულაყი?“ აღშფოთებული იქნებიან და ცხოველთა დაცვის ორგანიზაციას მიმართავენ იმის გამო, რომ ჩვენ ცხოველებად მოვიხსენიეთ. რევოლუციური ცვლილება ნიშნავს სწრაფ გარდაქმნას ჩემო კარგებო და ბოლოს და ბოლოს ნუ იქცევით „ბურიდანის ვირივით“, ჩამოყალიბდით“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...