მთავარისიახლეებიპოლიტიკა"როცა იხილება ქვეყნის მთავარი დოკუმენტი, ვერ კრებს საკმარის რაოდენობას ხმების"- ზურაბ ჭიაბერაშვილი

“როცა იხილება ქვეყნის მთავარი დოკუმენტი, ვერ კრებს საკმარის რაოდენობას ხმების”- ზურაბ ჭიაბერაშვილი

Published on

პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი უნდა განეხილათ, კვორუმის არარსებობის გამო ვერ დაიწყო. განმეორებითი რეგისტრაციის დროს ტაბლოზე სხდომათა დარბაზში 78 დეპუტატის ყოფნა დაფიქსირდა, რაც საპარლამენტო უმცირესობამ გააპროტესტა.ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, 78 დეპუტატი დარბაზში არ ყოფილა. მათი თქმით,  სხვა დეპუტატების პულტების გამოყენებას მოხდა.„ჩვენ მიერ ახლა რეგისტრაციის არგავლა, ეს ნამდვილად პოლიტიკური ნაბიჯია და ამით ჩვენ, „ევროპულ საქართველოს“ გვინდა ვაჩვენოთ მთელ საზოგადოებას, რომ პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“, როცა იხილება ქვეყნის მთავარი დოკუმენტი, ვერ კრებს საკმარის რაოდენობას ხმების,“ – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ოპოზიციის წევრებმა არ გაიარეს რეგისტრაცია, რის გამოც, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა ოპოზიცია საბოტაჟსა და პოლიტიკურ დემარშში დაადანაშაულეს.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...