მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ნურავის მისცემთ დაღუპული გმირების ხსოვნის პოლიტიკურ იარაღად გამონების საშუალებას“- გიორგი სურმავა...

„ნურავის მისცემთ დაღუპული გმირების ხსოვნის პოლიტიკურ იარაღად გამონების საშუალებას“- გიორგი სურმავა სამხედროებს მიმართავს

Published on

ომის ვეტერანები გენერალ დევი ჭანკოტაძის განაცხადებას გამოეხმაურნენ და შეიარაღებული ძალების პოლიტიკურ პროცესში ჩართვის მცდელობის შესახებ განცხადება გააკეთეს.გიორგი სურმავამ სამხედრო მოსამსახურეებს მოუწოდა, რომ არავის მისცენ შეიარაღებულ ძალებში დაპირისპირების გაღვივების უფლება.„ჩვენო თანამებრძოლებო, ნურავის მისცემთ თქვენი სამხერო მუნდირის, დაღუპული გმირების ხსოვნის პოლიტიკურ იაღარად გამონების საშუალებას. ქართველი ჯარი ყოველთვის ემსახურებოდა სამშობლოს და საკუთარი ხალხის ინტერესებს. ჩვენ არცერთი პოლიტიკური ძალის მხარდაჭერას ამ განცხადებით არ გამოვხატავთ, ჩვენ გვინდა, რომ შეიარაღებული ძალები არ იყოს ჩართული პოლიტიკურ დაპირისპირებაში.“-განაცხადა გენერალმა.ამავე შინაარსის განცხადება გააკეთა  ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმაც.„გენერალ დევი ჭანკვეტაძის განცხადება, რომელიც პირდაპირ იყო მოწოდება ძალისმიერ ჩარევაში პოლიტიკურ საკითხებში, ამას ჩვენ სახმედროები, ვეტერანები, გენერლები ვემიჯნებით.“-ამბობს ვლადიმერ იმნაძეგაერთიანებული შტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა დევი ჭანკოტაძემ განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა. მისი თქმით, მას არ უნდა ისეთი უმაღლესი მთავარსარდალი, რომელიც თვითონვე დაადანაშაულებს საკუთარ ჯარისკაცებს საომარი მოქმედებების დაწყებაში.

სიახლეები

ძმები ფეიქრიშვილების დედა ივანიშვილს მიმართავს

დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და...

მათი დღეები დათვლილია! – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ სუბიექტურად უფრო მომგებიანი იქნებიდა არსებული პოლიტიკური სპექტრისა...

დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი

ტყუპების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ადვოკატი პაატა გოგიაშვილი „პირველებთან“ საუბარში აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილი...

პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება – TI

კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს...