მთავარისიახლეებიპოლიტიკაევროკავშირის ელჩი საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემოს ნეგატიურად აფასებს

ევროკავშირის ელჩი საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემოს ნეგატიურად აფასებს

Published on

ევროკავშირის ელჩი საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემოს ნეგატიურად აფასებს. კარლ ჰარცელი სიძულვილის ენის გამოყენებას ეხმაურება, რაც მისი თქმით, მიუღებელია.დიპლომატის თქმით, აუცილებელია მუქარის შემცველ განცხადებებზე, გამოძიება დროულად წარიმართოს.„ჩვენ კვლავ საკმაოდ ნეგატიურად ვუყურებთ განვითარებულ საარჩევნო კამპანიას. აღსანიშნავია, რომ ეს საპრეზიდენტო კანდიდატების არჩევანია. მიუღებელია სიძულვილის ენა და ის მუქარები, რაც სხვადასხვა მიმართულებიდან და საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ ისმის. იმედი მაქვს, გამოძიებულ იქნება ყველა ეს ფაქტი,“ – განაცხადა კარლ ჰარცელმა.არსებულ ვითარებაზე საუბრობს საქართველოში გაეროს ელჩიც. ლუიზა ვინტონი ამბობს, რომ საარჩევნო პროცესში განსაკუთრებული როლი მედიას უჭირავს.„ევროკავშირთან ერთად ჩვენ ვატარებთ მედიამონიტორინგს. აუცილებელია, საარჩევნო პროცესში განვითარებული მოვლენები მედიამ უკეთ გაანალიზოს,“ – ამბობს ლუიზა ვინტონი.

სიახლეები

ვლადიკავკაზში ახალშობილებს “გეორგიევსკი ლენტები” შეაბეს

9 მაისს დაბადებული ახალშობილებისა და მათი მშობლებისთვის სიურპრიზი მოამზადა ვლადიკავკაზის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ადმინისტრაციამ:...

ესპანეთში “ჰანტავირუსის” მასობრივი გავრცელების შესახებ ცნობები სიცრუეა

ინფორმაცია ჰანტავირუსის გამო ესპანეთში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შესახებ ფეიკია და სიმართლეს არ შეესაბამება. წამყვანი საერთაშორისო...

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ

"მთის ამბების" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდასხმა გადაცემა "ღია სივრცის" დასრულების შემდეგ, მცირე...

СБУ-მ დააკავა პირი, რომელიც 9 მაისს რუსი მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ინფორმაციით, ოდესაში რუსეთის აგენტი დააკავეს, რომელიც 9 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების...