მთავარისიახლეებიპოლიტიკაეკა გიგაური: ,,გაუგებარია, თუ რა პასუხისმგებლობას გვაკისრებს სალომე ზურაბიშვილი ჩვენ და რატომ...

ეკა გიგაური: ,,გაუგებარია, თუ რა პასუხისმგებლობას გვაკისრებს სალომე ზურაბიშვილი ჩვენ და რატომ ცდილობს საზოგადოების თვალში ჩვენი რეპუტაციის შელახვას”

Published on

სრულიად გაუგებარია, თუ რა პასუხისმგებლობას გვაკისრებს სალომე ზურაბიშვილი ჩვენ და რატომ ცდილობს საზოგადოების თვალში ჩვენი რეპუტაციის შელახვას, რადგან მის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს არაერთხელ გამოვეხმაურე როგორც მე, ისე „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, – ასე გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.
 
როგორც გიგაურმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მუქარა ცალსახად მიუღებელია და მნიშვნელოვანია სამართალდამცავებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება და შექმნან პრეცედენტი ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით.
 
„მინდა გამოვეხმაურო სალომე ზურაბიშვილის განცხადებას მისი და მისი შვილების მიმართ განხორციელებული მუქარის შემცველი შეტყობინებების თაობაზე, რაც ცალსახად მიუღებელია. მნიშვნელოვანია, სამართალდამცავებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება და შექმნან პრეცედენტი. მართალია, საჯარო პირების კრიტიკა მისაღებია, მაგრამ მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ თუ ისინი გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების სტანდარტს და მუქარები დაიწყეს, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და მათ ამისთვის პასუხი მოეთხოვებათ.
 
ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავეა ჩემთვის პირადად, როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელისთვის და ქალისთვის, რომლისთვისაც მუქარის შემცველი გზავნილების მიღება უცხო არ არის – მე ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც სამართალდამცავებს კონკრეტული მუქარის გამოძიების თხოვნით მივმართე. გარდა ამისა ჩემზე თავდასხმებს სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირებიც ახორციელებდნენ და ასეთ გარემოში მუშაობა ნამდვილად რთულია. სამწუხაროდ, ვერ ვიხსენებ ქალბატონ სალომეს რეაგირებას, როცა ხელისუფლებაში ვისაც არ დაეზარა, ყველამ შემოგვიტია და თან სრულიად უსაფუძვლოდ. მიუხედავად ამისა, ჩვენმა ორგანიზაციამ არაერთხელ განაცხადა მზადყოფნა, შეხვდეს ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს, მათ შორის ქალბატონ სალომეს. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ მოვუსმინოთ მას დეტალურად და დავიცვათ მისი უფლებები.
 
უნდა ითქვას, რომ აგრესიული რიტორიკა ერთადერთი პრობლემა არ არის, რაც თან სდევს წინასაარჩევნო გარემოს. პრობლემაა შეურაცხმყოფელი დეზინფორმაციის კამპანიებიც მიუხედავად იმისა, თუ ვისგან მომდინარეობს ის. ასევე, გვქონდა კამპანიისთვის ხელის შეშლის შემთხვევებიც.
 
აღნიშნულ პრობლემაზე ჩვენ ვსაუბრობდით „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ანგარიშშიც. თუმცა, როგორც ჩანს, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი აღნიშნულ ანგარიშს სამწუხაროდ არ გაცნობია. ასევე მე პირადად გამოვეხმაურე სალომე ზურაბიშვილის შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ოკუპაციის ხაზთან კამპანიის ფარგლებში სტუმრობის დროს. ამ ფონზე სრულიად გაუგებარია, თუ რა პასუხისმგებლობას გვაკისრებს ჩვენ და რატომ ცდილობს საზოგადოების თვალში ჩვენი რეპუტაციის შელახვას", – აცხადებს გიგაური..

სიახლეები

მოსკოვში ააფეთქეს რუსი გენერალი, რომელიც 2008 წლის ომში მონაწილეობდა

მოსკოვში საკუთარ მანქანაში ააფეთქეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოპერატიული მომზადების სამმართველოს უფროსი ფარილ სარვაროვი....

თბილისში კორპუსის მშენებლობაზე მუშა დაიღუპა

თბილისში, დიდ დიღომში, კორპუსის მშენებლობის დროს, მუშა დაიღუპა.  არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის დაღუპვის მიზეზი დენის...

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი გახდა

პირველადი მონაცემების თანახმად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების ფარგლებში ასოციაციის თავმჯდომარედ ირაკლი ყანდაშვილი აირჩიეს. არსებული...

თუ პუტინი შეთანხმებაზე ისევ უარს იტყვის, აშშ-მა კიევს Tomahawk-ები უნდა მიაწოდოს – სენატორი გრემი

აშშ-ს გავლენიანმა სენატორმა ლინდსი გრემმა 21 დეკემბერს თქვა, რომ ამერიკამ მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს რუსეთზე წნეხი,...