მთავარისიახლეებიპოლიტიკა„აჭარაზე მიმაგრებულია სუს-ის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური, სამეგრელოზე - შს მინისტრი გიორგი...

„აჭარაზე მიმაგრებულია სუს-ის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური, სამეგრელოზე – შს მინისტრი გიორგი გახარია

Published on

 
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრაზე იმყოფება – ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი აცხადებს.
ამ წუთებში აჭარის მთავრობის სახლთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან შეკრებილი. დეპუტატები შენობაში შეშვებას და ვახტანგ გომელაურთან შეხვედრას ითხოვენ. ელგუჯა ბაგრატიონის განცხადებით, მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან კითხვები აქვს.  მისი მტკიცებით, სუს-ის ხელმძღვანელი აჭარის მთავრობის ხელმძღვანელს არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ხვდება და დავალებებს აძლევს.
 
 
 
.ოპოზიცია საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისა და ამომრჩევლის მოსყიდვის მორიგ ფაქტებს ასაჯაროებს. ახალ გარემოებებთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ  ისაუბრა.
 
ვაშაძის თქმით, ძალოვანი სტრუქტურების მაღალი თანამდებობის პირები კურირებენ მეორე ტურში ამომრჩევლის მობილიზებას.
 
„ქართული ოცნება გადავიდა ე.წ. ტოტალ კონტროლზე, რომელიც ჩაბარდა სამართალდამცავ ორგანოებს, რითაც უნდათ, რომ არჩევნებში რაიმე შედეგი მაინც დააფიქსირონ. კერძოდ, სამართალდამცავი ორგანოების მაღალი თანამდებობის პირები გადანაწილებულები არიან რეგიონების მიხედვით და მათ აქვთ კონკრეტულად ჩაბარებული პასუხისმგებლობა საარჩევნო შედეგთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ვაშაძემ.
 
გიორგი ვაშაძე კონკრეტულ გვარებს ასახელებს, რომლებსაც კონკრეტული რეგიონები აქვთ ჩაბარებული. ვაშაძის თქმით, მათ მიზანს წარმოადგენს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის ამომრჩეველი ვერ მივიდეს არჩევნებზე და მოხდეს სალომე ზურაბიშვილის ხმების მობილიზება.
 
„აჭარაზე მიმაგრებული არის სუს-ის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური, რომელსაც პირადად აქვს ჩაბარებული ეს ყველაფერი. სამეგრელოში ჯერ იყო შს მინისტრის მოადგილე, რომელმაც ვერ შეძლო სიტუაციის შემოტრიალება და ახლა პირადად, გიორგი გახარია არის შს მინისტრი გადასული იქ და შტაბი აქვს იქ გახსნილი და პირდაპირ მუშაობს ძალოვანი სტრუქტურების მუშაობით. იმერეთში ბატონი ლილუაშვილი, რომელიც არის სუს-ის უფროსის მოადგილე, რომელსაც ასევე ცალკე შტაბი აქვს გახსნილი და მუშაობენ იქ. კახეთი – გოგაშვილი-თამაზაშვილი, ასე ვთქვათ, ამ დაჯგუფებას აქვს აღებული პასუხისმგებლობაც და ვალდებულებაც ტოტალ კონტროლის განხორციელების. შიდა ქართლი შს მინისტრის მოადგილე საბანაძე, რომელიც არის მიმაგრებული შიდა ქართლზე, რომელსაც აქვს ეს ვალდებულებები დავალებული და ქვემო ქართლი, ეს არის ლექსო დალაქიშვილი, რომელიც არის ფინანსური პოლიციის მაღალი თანამდებობის პირი და ფარცხალაძის მარჯვენა ხელი,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
 
ვაშაძის თქმით, ეს პირები საჯარო სექტორში დასაქმებულებზე ზეწოლას ახორციელებენ და ასევე, ფულს იხდიან პირადობის მოწმობების ქირაობაში.
 
ვაშაძე ამბობს, რომ ამ ტოტალ კონტროლის განხორციელებაში ჩართულები არიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, რომლებიც კონკრეტული უბნის ხელმძღვანელებს ახსნა-განმარტებებს აწერინებენ, თუ რატომ დამარცხდა სალომე ზურაბიშვილი და რა შესაძლებლობები არის მეორე ტურისთვის.
 
ვაშაძის თქმით, მაღალჩინოსნების ეს ქმედება კანონსაწინააღმდეგოა.
 
 
 
 

სიახლეები

კაცს რკინის მილი დაეცა და დაიღუპა – ტრაგედია მარნეულში, გზის გაყვანის დროს

კაცს მარნეულში მძიმე ტექნიკით გზა გაჰყავდა, რა დროსაც მოქალაქეს რკინის მილი დაეცა და დაიღუპა...

უამინდობის გამო, იმერეთისა და სამეგრელოს სოფლების უმეტესობას დენი შეფერხებით მიეწოდება

"უამინდობამ დასავლეთ საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა ძლიერმა თოვამ და ყინულმოცვამ მწყობრად გამოიყვანა ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ კუთვნილი...

“ჩქაროსნული” მატარებლებით მგზავრობის ეპიზოდები, რომელთა დატოვებასაც 2025-ში ისურვებდით

როცა ვაგონები გრაგანებენ გამალებით, მიქრიან და იცი, სად მიჰყავხარ მატარებლის ლიანდაგს, უკვე ძალიან კარგი...

გზების ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული

ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია: საერთაშორისო მნიშვნელობის...