მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას და მის შვილებს სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებიან

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას და მის შვილებს სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებიან

Published on

მე და ჩემს შვილებს შუბლის გახვრეტით გვემუქრებიან, – ამის შესახებ მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო შტაბში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
 
სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და შსს-ს რეაგირებისკენ მოუწოდებს.„ბოლო დღეებში 9, 10 და 11 ნოემბერს განხორციელდა ჩემი შვილების – თეიმურაზის და ქეთევანის, ასევე პირადად ჩემს მიმართ მოკლე ტექსტური და ხმოვანი შეტყობინებები, სადაც ნათლადაა გამოთქმული სიცოცხლის მოსპობის მუქარა.
 
გამოკვეთილად სხვადასხვა უხამსი სიტყვებით, სამივეს მიმართულებით გაჭღერდა „შუბლს გაგიხვრიტავ“, „თქვენს სისხლს დავლევ“… მუქარა რეალურია, რამეთუ ავტორები იდენტიფიცირებული პირები არიან: ყოფილი სამხედროები, თავისივე სტატუსებიდან გამომდინარე, დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის მეთაურებთან,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...