მთავარისიახლეებიპოლიტიკატერმინი „ოკუპაცია“ დამაზიანებელია, დიპლომატიური ურთიერთობები კრემლთან საჭიროა - ზურაბიშვილის ორი წლის წინანდელ...

ტერმინი „ოკუპაცია“ დამაზიანებელია, დიპლომატიური ურთიერთობები კრემლთან საჭიროა – ზურაბიშვილის ორი წლის წინანდელ განცხადებებს კრიტიკა მოჰყვა

Published on

პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ტერმინის „ოკუპაცია“ წინააღმდეგია – ეს განცხადება „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა 2016 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა და მაშინვე რუსული მედიის ერთ-ერთი მთავარი თემა გახდა.
 
ზურაბიშვილი ინტერვიუში ამტკიცებს, რომ რუსეთისთვის ოკუპანტის სტატუსის მინიჭებით მასთან მოლაპარაკებები ფერხდება.
 
როგორ უნდა აღდგეს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები, როდესაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას რუსეთი ყოველ დღე აგრძელებს, გაუგებარია ექსპერტისთვის, ანდრეი ილარონოვისთვის. რუსეთიდან დევნილი ექსპერტი ამბობს, რომ მსგავსი რიტორიკა მხოლოდ რუსეთის ინტერესშია.
 
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი ქართველი ექსპერტების აზრით საქართველოს ინტერესს აზიანებს. ამ შემთხვევაში პოლიტოლოგები ზურაბიშვილს ახსენებენ, რომ ოფიციალურ მოსკოვს საქართველოს ტერიტორიაზე სამი საელჩო ექნება, აქედან ორი უკვე მუშაობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
 
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ რუსული ნარატივის გატარება „ოცნების“ რჩეული კანდიდატისთვის ყოველდღიური დღის წესრიგია.
 
სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ უხერხულ განცხადებებზე საუბარს მმართველ გუნდში თავს არიდებენ.
 
ისევ თვლის თუ არა სალომე ზურაბიშვილი, რომ ტერმინი „ოკუპაცია“ პრობლემას ქმნის, უცნობია. პრეზიდენტობის კანდიდატს ორი წლის წინანდელ ინტერვიუზე განმარტებები დღეს არ გაუკეთებია.

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...