მთავარისიახლეებიპოლიტიკაბუბა კიკაბიძე: ვაშაძე პატრიოტია, ზურაბიშვილი კი რუსეთის კადრი!

ბუბა კიკაბიძე: ვაშაძე პატრიოტია, ზურაბიშვილი კი რუსეთის კადრი!

Published on

,, თუ გრიგოლი საქართველოს პრეზიდენტი გახდება, ძალიან ბევრ სასიკეთოს გააკეთებს საქართველოსთვის, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის უფლებები ამ ქვეყანაში ძალიან შეზღუდულია! მთავარია ხალხმა მისცეს საშუალება პრეზიდენტი გახდეს”, – ამის შესახებ  მსახიობმა ბუბა კიკაბიძემ ,,კვირის პალიტრასთან” საუბრისას განაცხადა.
 
“უგანათლებულესია ადამიანია, მრავალ ენას ფლობს და პატრიოტია საქართველოსი!
 
რუსეთის კადრი ვინც არის, კარგად ვხედავთ! ეგ არის სალომე ზურაბიშვილი! გრიგოლ ვაშაძე ევროპული ორიენტაციის კანდიდატია!
 
დღეს არავინ იცის, როგორ მორჩება ეს ამბავი და ვის ავირჩევთ! ხელისუფლება იმაზე მუშაობს, რო ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირდეს და თვითონ სკამები შეინარჩუნონ! ყველაფერს აკეთებენ ამისთვის, რაც სამარცხვინოა!”, – აღნიშნა “ მომღერალმა და მსახიობმა 
 
ბუბა კიკაბიძემ ინტერვიუში პირველი ტურის შედეგებზეც ილაპარაკა: 
 
,,ამ შედეგით გამოჩნდა, რომ ხალხი ბრძენია! ხალხი ყველაფერს ხედავს… მოსახლეობაში უნდა გახვიდეთ და ჰკითხოთ, რა არ აპატიეს ამ ხელისუფლებას! რომელი მთავრობაც არ უნდა მოვიდეს, ხალხზე თუ არ იფიქრა, პანჩურს ამოარტყამენ და გაუშვებენ! ეგ არის ჩემი სიტყვა და მორჩა!
 
 
 

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...