მთავარისიახლეებიპოლიტიკა„საკმარისია შეხედოთ რუსულ საინფორმაციო საშუალებებს და მიხვდებით ვინ არის პრორუსი კანდიდატი"-ანდრეი ილარიონოვი...

„საკმარისია შეხედოთ რუსულ საინფორმაციო საშუალებებს და მიხვდებით ვინ არის პრორუსი კანდიდატი”-ანდრეი ილარიონოვი სალომე ზურაბიშვილზე

Published on

 რუსული ოკუპაცია და 2008 წლის აგვისტოს ომი – ამ თემაზე ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა, საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრეს. მათ შორის იყო ამერიკული ორგანიზაცია კატონის უნივერსიტეტის ექსპერტი, პოლიტოლოგი ანდრეი ილარიონოვი.
 
ანალიტიკოსმა საკუთარი მოსაზრება გამოთქვა საპრეზიდენტო კანდიდატების პრორუსულობასთან დაკავშირებითაც. 
 
ილარიონოვის განცხადებით, კითხვაზე – ვინ არის კრემლის მხრიდან მხარდაჭერილი კანდიდატი, პასუხი მარტივია და ის რუსული მედიასაშუალებებიდან და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებიდან თვალსაჩინოდ ჩანს. 
 
პოლიტოლოგი ამბობს, რომ კრემლის მიერ მართული მედიასაშუალებები აგრესიულები არიან გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მიმართ, პერმანენტულად მიმდინარეობს მის წინააღმდეგ "ფეიქნიუსების" გავრცელება, რაც კრემლის სალომე ზურაბიშვილისადმი მხარდაჭერას ადასტურებს. 
 
„საკმარისია შეხედოთ რუსულ საინფორმაციო საშუალებებს და კითხვების ადგილი აღარ რჩება. ან იმ განცხადებებს, რომელსაც  გამუდმებით აკეთებენ დსთ-ს ახალი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი და სხვა კვლევითი ცენტრები. ეს სულ კრემლის დაფინანსებული ორგანიზაციებია. შეხედეთ მათ განცხადებს. პანიკაში არიან მის გამო რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები შეიძლება ვაშაძემ მოიგოს. მათთვის ეს რეალური კატასტროფაა, ამას არც მალავენ. ცხადია ვისაც უჭერს მოსკოვი მხარს. ეს ჩემი პოზიცია არ არის , თვითონ ამბობენ. რაც შეეხება ზურაბიშვილის განცხადებებს, როგორ შეიძლება თეთრზე შავი თქვა. რეალობაა საქართველოს 20%  ოკუპირებულია.  იქ განლაგებულია რუსეთის რეგულარული არმია. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ყველაფერს სახელი უნდა დაერქვას. პრობლემების მოგვარება შეიძლება სწორი დიაგნოზის დაცვით,“-განაცხადა ანდრეი ილარიონოვიმა.
 
ანდრეი ილარიონოვის პოზიციას იზიარებენ ქართველი ექსპერტებიც. საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებლის ნოდარ ხარშილაძის განცხადებით, კრემლთან დაახლოებული არასამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ მათთვის მისაღებია სალომე ზურაბიშვილი და მიუღებელია გრიგოლ ვაშაძე.
 
"ეს ფაქტია, ეს არ არის ვინმეს აზრი. გეოპოლიტიკურად კიდევ უფრო დაამძიმებს მდგომარეობას  რაც დღეს საქართველოს აქვს ზურაბიშვილის არჩევა იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი გაიმაგრებს თავის პოზიციებს,“-განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.
 
თორნიკე შარაშენიძე კი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი ხშირად აკეთებს განცხადებებს მიხეილ სააკაშვილის ჯიბრზე. თუმცა საბოლოოდ ამ განცხადებებით რუსეთის ინტერესებს იცავს. 

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...