მთავარისიახლეებიპოლიტიკა"30 ჰა ქართული მიწა წაგვართვეს, ჩვენი ხელისუფლება ხმას არ იღებს" - მელია...

“30 ჰა ქართული მიწა წაგვართვეს, ჩვენი ხელისუფლება ხმას არ იღებს” – მელია ატოცში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს

Published on

ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია სოფელ ატოცში ჩავიდა. მისი თქმით, ის რაც დღეს სოფელ ატოცში ხდება, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რადგან მმართველმა გუნდმა საერთაშორისო დღის წესრიგიდან მცოცავი ოკუპაციის საკითხი მოხსნა. „ძალიან სამწუხაროა, რომ ახლა ჩვენ გვიწევს დგომა ახალ საოკუპაციო ხაზთან. 30 ჰექტრამდე ქართული მიწა წაგვართვეს. გუშინ გვქონდა, დღეს აღარ გვაქვს. ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება დუმს. ხმას არ იღებს. სად უნდა ამოიღოს ხმა? სად უნა ამოეღო ხმა არაერთხელ მიგვითითებია მათთვის 6 წლის განმავლობაში . საერთოდ ხმას არ იღებდნენ საერთაშორისო დონეზე. საერთაშორისო დღის წესრიგიდან ამოიღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბარი. ჩვენს პარტნიორებს არ ემუშავებოდნენ და შედეგი სახეზეა,“-განაცხადა ნიკა მელიამ. ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე დღეს სოფელ ატოცში სალომე ზურაბიშვილის ჩასვლასაც გამოეხმაურა. ნიკა მელიას თქმით, დაუშვებელია ისეთი ადამიანის მთავარსარდლად არჩევა, რომელიც არის რუსეთის მოკავშირე. „ჩვენი ამოცანაა, რომ არ დავუშვათ ქვეყანაში იმ ადამიანის არჩევა მთავარსარდლად ვინც არ იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესების მოკავშირე, არამედ იქნება რუსეთის ინტერესების მოკავშირე,“-განაცხადა ნიკა მელიამ. მეორე დღეა სოფელ ატოცში ოკუპანტები ახალ მავთულხლართებს ავლებენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ათობით მეტრით გადმოწიეს საოკუპაციო ხაზი ოკუპანტებმა და ამ პროცესს აგრძელებენ.

სიახლეები

ზუგდიდის სასამართლომ მარიამ სიჭინავა 3 ათასი ლარით დააჯარიმა

ზუგდიდის სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი, მარიამ სიჭინავა მეგრული სიტყვა - “ლოდოს“ გამოყნების გამო, 3 ათასი...

23-25 დეკემბრის ამინდის პროგნოზი მთელ საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24 დეკემბრიდან დროგამოშვებით...

“არ არის ცხადი, ვინ ვის დაესხა თავს” – ორბანი რუსეთ-უკრაინის ომზე

უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "ცხადი არ არის, ვინ ვის დაესხა...

ჩხოროწყუში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჩხოროწყუში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის დროს სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა,...