მთავარისიახლეებიპოლიტიკაევროპის ლიდერებმა ისაუბრეს ვაშაძის მხარდასაჭერად... სად არის ზურაბიშვილი? - მიხეილ სააკაშვილი

ევროპის ლიდერებმა ისაუბრეს ვაშაძის მხარდასაჭერად… სად არის ზურაბიშვილი? – მიხეილ სააკაშვილი [Video]

Published on

ჰელსინკში მიმდინარე "ევროპის სახალხო პარტიის" კონგრესში მონაწილეობას საქართველოს მესამე პრეზიდენტიც იღებს. ის პარალელურად გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატთან გრიგოლ ვაშაძესთან ერთად შეხვედრებს მართავს.
 
„ძალიან ბევრმა ლიდერმა ევროპის ისაუბრა საქართველოში არჩევნებზე. ისაუბრა ვაშაძის მხარდასაჭერად და როდესაც გვეუბნებიან, ახლა მართლა სულელები ხომ არ ვგონივართ ყველა, ზურაბიშვილიაო ევროპის წარმომადგენელი, სად არის ზურაბიშვილი? აბა დამანახეთ? და საქართველოშიც აღარ არის და ევროპაშიც ხომ საერთოდ არავის არ გახსენებია. ყველა ლაპარაკობს ვაშაძეზე, ყველა მხარს უჭერს ვაშაძეს. გუშინ კანცლერმა მერკელმა, ევროპის ერთპიროვნულმა ლიდერმა, რომელიც იქნება ლიდერი მინიმუმ კიდევ სამი წელი, ერთადერთი ადამიანი ვისაც შეხვდა სამიტის ფარგლებს გარეთ იყო ვაშაძე. ყველა სხვა შეხვედრაზე გერმანიის  დელეგაციამ თქვა უარი. ივანიშვილის საქმე  უკვე წასულია. ყველამ გაიგო რა არის ეს. ყველა ახლა გულშემატკივრობს ქართველ ხალხს და ქართულ დემოკრატიას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
ის ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ არჩევნების მეორე ტური შესაძლოა სამუშაო დღეს, 28 ნოემბერს გაიმართოს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით ეს არის ყველა წესის დარღვევა.
 
„ივანიშვილი მე მგონი მართლა, ყველა ზღვარს გასცდა. იმიტომ რომ  არასდროს დამოუკიდებელ საქართველოში არჩევნები არ დანიშნულა არა გამოსასვლელ დღეს. ეს არის ყველა  წესის დარღვევა. ეს არის ძალიან უცნაური საქციელი მაგალითად ევროპელებისთვის. გასაგებია რისთვისაც, ახლა მაქსიმალურად რეგისტრირდებიან ჩვენი თანამემამულეები  უცხოეთში და მანამ სანამ  ხელისუფლება არ შეიცვალა საქართველოში და ჩვენ მათ მივცემთ საშუალებას უკვე მომავალში ელექტრონულად მისცენ ხმა სახლიდან გაუსვლელად, ახლა საკონსულოებში რეგისტრირდებიან, მიუხედავად იმისა, რომ კონსულებმა მიიღეს დავალება ჩვენი მოქალაქეები არ დაარეგისტრირონ და ისინი მისცემენ ხმას. ეს არის დამატებით კიდევ 100 ათასი ხმა,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
 
 
 

სიახლეები

მიხეილ სააკაშვილი შეუძლოდ გახდა – პენიტენციური ამას წნევის ვარდნით ხსნის

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პენიტენციურ დაწესებულებაში თავი შეუძლოდ წნევის დავარდნის გამო იგრძნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სპეციალურ...

მარკო რუბიომ ირაკლი კობახიძეს დაურეკა – ვინ როგორ აფასებს ზარს და რას ამბობს საუბრის შინაარსზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ესაუბრა, - ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ...

დააკავეს ფაშისტური იდეოლოგიის ჯგუფის 13 წევრი – 7 არასრულწლოვანია

შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში ჩატარებული კომპლექსური საპოლიციო ღონისძიებების შედეგად სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფების...

ზელენსკი- კიევი აღდგომის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადაა, თუ ამას რუსეთიც გააკეთებს

იევი აღდგომის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადაა, თუ ამას რუსეთიც გააკეთებს , - ამის შესახებ...