მთავარისიახლეებისაზოგადოება2 ბინიდან 24 უძრავ ქონებამდე - TI ფარცხალაძის მიერ ბოლო 5 წელიწადში...

2 ბინიდან 24 უძრავ ქონებამდე – TI ფარცხალაძის მიერ ბოლო 5 წელიწადში დაგროვებულ ქონებაზე ვიდეორგოლს აქვეყნებს

Published on

რა ქონების დაგროვება შეძლო ოთარ ფარცხალაძემ ბოლო 5 წელიწადში – ამ თემაზე ვიდეორგოლი "საერთშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" მოამზადა. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2013 წლის ბოლოს, მთავარი პროკურორის თანამდებობის დატოვების პერიოდში ფარცხალაძეს თბილისში ორი ბინა ჰქონდა. დღეისთვის კი ფარცხალაძეების ოჯახის საკუთრებაში საერთო ჯამში 24 უძრავი ქონებაა. რაც შეეხება ბიზნეს საქმიანობასა და შემოსავლებს – არსებული მონაცემების მიხედვით, ფარცხალაძე მიზერულ თანხად ყიდულობდა სხვადასხვა კომპანიაში წილებს და მოგვიანებით გაცილებით დიდ ფასად ყიდდა. მათ შორის არის შპს „როიალ დეველოპმენტიც,“ რომელიც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საპარტნიორო ფონდთან ერთად სერიოზული პროექტის თანაინვესტორია. ამჟამად ოთარ ფარცხალაძის ოჯახის წევრებთან 4 კომპანიაა დაკავშირებული.

სიახლეები

“ოცნება“ იტყუება, როცა ამბობს, რომ აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა სურს – უილსონი

"გასაკვირი არ არის, რომ ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი „ჩინეთის კომუნისტურ პარტიელ“ მეგობრებთან გაიქცა" -...

რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა ახალი, მე-20 პაკეტისთვის მზადება დაწყებულია

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-20 პაკეტის მომზადება დაიწყო. მედიის ინფორმაციით, ეს საკითხი განიხილეს ლიეტუვის...

ბევრად უფრო სახიფათო თემა, ნეიტრალიტეტი მზადდება – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ე.წ. ხელისუფლების მიერ დაგეგმილ, ქვეყნისთვის საზიანო სავარაუდო გეგმაზე...

ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გირაოდ თითო მილიონის გადახდა მოუწევთ

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ლელოს ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და...