მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ივანიშვილმა ასე მოატყუოს ლაშა ნაცვლიშვილი,“ - ალეკო ელისაშვილი

„ივანიშვილმა ასე მოატყუოს ლაშა ნაცვლიშვილი,“ – ალეკო ელისაშვილი

Published on

„ივანიშვილმა ასე მოატყუოს ლაშა ნაცვლიშვილი,“ – ასე ეხმაურება პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვას და ამბობს, რომ მოსახლეობას მისი განცხადების არ სჯერა.
 
მის თქმით, არავის სჯერა, რომ ოთარ ფარცხალაძეს რეალურად დასჯიან და ყოფილი გენერალური აუდიტორის საქმეზე მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათასლარიანი გირაოს შეფარდება მხოლოდ წინასაარჩევნოდ გადადგმული ნაბიჯია.
 
„ანეგდოტების ქვეყანაში ვართ, „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ რომ არის ფილმი და ბოლოში არის უპატარძლო ქორწილიაო, ასე დამალეს პრეზიდენტობის კანდიდატი, გაგიგიათ ასეთი რამ?“ – ამბობს ელისაშვილი.
 
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი აღარ ჩანს, რადგან მისი განცხადებები საზოგადოებისთვის მიუღებელია.
 
„ჩვენ გუშინ ვნახეთ ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ქართველი ხალხის მიერ ძალიან დიდი ალიყურის 5 თითი ეტყობოდა სახეზე. აი, რა სილაც მოხვდა, ის ეტყობოდა სახეზე, თან ისეთი წითელი თვალები ჰქონდა, გეგონება სვარკის აპარატით იყო მთელი ღამე ხელში,“ – განაცხადა ელისაშვილმა.
 
ელისაშვილის თქმით, ივანიშვილმა კონკრეტულ პრობლემებზე არ გაამახვილა ყურადღება ვიდეომიმართვაში. ელისაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში სერიოზული ეკონომიკური და სოციალური პრობლემებია.
 
ალეკო ელისაშვილის თქმით, არჩევნების შემდეგ სამოქალაქო მოძრაობის წამოწყებას გეგმავს, რათა ქვეყანაში ალტერნატიული ძალა გაჩნდეს.

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...