ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია ბრალდებას ქრთამის აღების შესახებ არ აღიარებს, ადვოკატი კი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.უფლებადამცველი პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდებას ითხოვს. გადაწყვეტილება უფლებადამცველმა საპატიმროში ყოფილი მაღალჩინოსნის მონახულებისა და მასთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო. უფლებადამცველი ამბობს, რომ ბრალდება ვერ ადასტურებს კორუფციული გარიგების შეთანხმებას.„მიგვაჩნია, რომ განჩინებით არ არის დასაბუთებული აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლები. ჩვენი მოთხოვნაა, საჩივრის საფუძველზე რომ გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყევტილება და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, ნაცვლად პატიმრობისა გამოყენებულ იქნას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო“-ამბობს ადვოკატი ზაქრო გვიშიანი.როგორც ცნობილია, ბრალს არ აღიარებს გოგიასთან ერთად დაკავებული ზუგდიდის ყოფილი ვიცე -მერი გია გულორდავაც, რომელიც ასევე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
სიახლეები
საზოგადოება
EU-ის ქვეყნებიდან გამოძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა
EU-ის ქვეყნებიდან გამოძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა - 2025 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში...
საზოგადოება
მადამ პრეზიდენტ – ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილზე
"მადამ პრეზიდენტ, რა ჰქვია იმას, სალომე ზურაბიშვილის შედგენილ რეზოლუციაზე სერიოზულად როგორ გელაპარაკოთ? იმის შედგენილია...
საზოგადოება
ტროტუარზე დგომის გამო, ელენე გელაშვილს 2-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ტროტუარზე დგომის გამო უწყვეტი პროტესტის მონაწილეს, ელენე გელაშვილს 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად...
სიახლეები
შსს-ს განცხადებით, “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, "ქურდულ...