მთავარისიახლეებიპოლიტიკაგრიგოლ ვაშაძე ხელისუფლებას აფრთხილებს: „გაყალბებას არავის არ შევარჩენთ.. ჩვენ უკვე აღვკვეთეთ გაყალბება...

გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლებას აფრთხილებს: „გაყალბებას არავის არ შევარჩენთ.. ჩვენ უკვე აღვკვეთეთ გაყალბება ყველა დიდ ქალაქში და იმავეს გავაკეთებთ დანარჩენ რეგიონებში“ [Video]

Published on

„ყველა რეგიონიდან მოდის ინფორმაცია იმაზე, რომ ხელისუფლება ემზადება მასობრივი გაყალბებისთვის,“ – ეს განცხადება, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.
 
საგანგებო ბრიფინგზე გრიგოლ ვაშაძემ ხელისუფლებას მიმართა და არჩევნების გაყალბებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. 
 
„გაყალბებას არავის არ შევარჩენთ, გაფრთხილებთ. ჩვენ უკვე აღვკვეთეთ გაყალბება ყველა დიდ ქალაქში და იმავეს გავაკეთებთ დანარჩენ რეგიონებში“, – განაცხადა ვაშაძემ.
 
გრიგოლ ვაშაძე ასევე გამოეხმაურა მთავრობის მიერ მის წინააღმდეგ პროპაგანდის გამოყენების მეშვეობით სხვადასხვა საკითხის წინ წამოწევას, მათ შორის, შეწყალების უფლების და აღნიშნა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ამნისტიის უფლებას აუცილებლად გამოიყენებს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.
 
„გაერთიანებული ოპოზიცია, როგორც კი მას მიეცემა ხელისუფლება, აპირებს შეიწყალოს, რაზეც გუშინაც ვილაპარაკეთ ქუთაისში, შეიწყალოს უპირველეს ყოვლისა, დედები, რომლებსაც ჰყავთ მცირეწლოვანი შვილები და არ აქვთ მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი. ადამიანები, ვისაც აქვთ სამეურნეო დანაშაული ჩადენილი, ადამიანები, ვისაც რაღაც ზღვრამდე, სამოქალაქო საზოგადოება გვეხმარება ამ ზღვარის დადგენაში, ეკონომიკური დანაშაული. ადამიანები, ვინც ჯერ კიდევ ციხეში არიან, მათ შორის, ძალიან ნიჭიერი, ხელოვანი ადამიანი, რომლებიც ნარკოტიკების შენახვა-შეძენაზე არიან დაკავებულები ან მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებისთვის. აი, რას ვაპირებთ ჩვენ, რაც შეეხება ამნისტიას და შეწყალებას,“ – განაცხადა ვაშაძემ
 
 

სიახლეები

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...