მთავარისიახლეებიპოლიტიკაეკა ბესელია გაუმართლებლის გამართლებას ცდილობს: ,, გიორგი გახარიას ჩასვლა ზუგდიდში და...

ეკა ბესელია გაუმართლებლის გამართლებას ცდილობს: ,, გიორგი გახარიას ჩასვლა ზუგდიდში და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა მეორე ტურის სტაბილურად ჩატარებას ემსახურება”

Published on

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, შს მინისტრის გიორგი გახარიას ჩასვლა ზუგდიდში და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა მეორე ტურის სტაბილურად ჩატარებას ემსახურება. მისი თქმით, პოლიცია საარჩევნო პროცესში არ ერევა, ის იცავს მოქალქეების უსაფრთხოებას.
 
„შს მინისტრის რეგიონებში ჩასვლა არ არის პირველი. ის რამდენჯერმე იყო და ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ადგილზე ეცნობოდეს სამინისტროს წარმომადგენლების მუშაობას საარჩევნო პროცესის თვალსაზრისით, რათა პოლიციამ შეასრულოს თავისი მოვალეობა. ის არ ერევა არჩევნების პროცესში, მაგრამ ვალდებულია მოსახლეობის უსაფრთხოება, საზოგადოების წესრიგი დაიცვას. ამ მხრივ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიციის მზადყოფნას. განსაკუთრებით, როცა ჩვენ ვხედავთ, ბოლო წლებში, რამდენად დისტანცირებულია და იცავს პოლიცია პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს. ამ მხრივ, მინისტრის ადგილზე ჩასვლა და სტრუქტურების გაცნობა მხოლოდ ეხმარება ამ პროცესის კიდევ უფრო სტაბილურობას",- განაცხადა ბესელიამ.
 
ამასთან, ბესელიას თქმით, მნიშვნელოვანია მეორე ტურში მოქალაქეებმა გააკეთონ თავიანთი არჩევანი.
 
„მეორე ტურისთვის ახალი სტრატეგიაა დაგეგმილი. ამ ახალი სტრატეგიის ფარგლებში და ამ მოკლე დროში, რაც გვაქვს მეორე ტურამდე, გათვალისწინებულია, რომ მაქსიმალურად ფართო იყოს ის არეალი, რომელიც უნდა დაფაროს, როგორც ჩვენმა დეპუტატებმა, მაჟორიტარებმა, აღმასრულებელი თუ წარმომადგენლობითი ორგანოს იმ წევრებმა, რომლებიც უშუალოდ უნდა ესაუბრონ ხალხს. ალბათ, ყველაზე დიდი მნიშვნელობა შეიძინა ამ მეორე ტურის დროს თითოეული მოქალაქის მისვლამ და აქტიურობამ, რადგან ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო არჩევანი. დარწმუნებული ვარ, საზოგადოების უდიდესი ნაწილი გრძნობს მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით, რამდენად დიდია თითოეულის მისვლა არჩევნებზე",- განაცხადა ბესელიამ.
 
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის შენობაში შეხვედრები გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა, მუნიციპალიტეტების მერები და მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...