მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგა ბოკერია: გუნდი, რომლისთვისაც „პატრიოტთა ალიანსის" და "ქართული მარშის" მსგავსი ჯგუფები...

გიგა ბოკერია: გუნდი, რომლისთვისაც „პატრიოტთა ალიანსის” და “ქართული მარშის” მსგავსი ჯგუფები მისაღები არიან, თვითიდენტიფიკაციას ახდენს.

Published on

„ევროპული საქართველო" სალომე ზურაბიშვილს, ბიძინა ივანიშვილს და მათ გუნდს კითხვით მიმართავს, იღებენ თუ არა ისინი „პატრიოტთა ალიანსის" და "ქართული მარშის" მხარდაჭერას.
 
როგორც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია აცხადებს,  მათი მხარდაჭერის მიღება ნიშნავს, რომ ხელისუფლება დაადასტურებს ამ ჯგუფების შექმნაში მის მონაწილეობას.
 
„ამ ბოლო დღეებში, პირველ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, როგორც ჩანს ხელისუფლების დაკვეთით ღიად გამოჩნდნენ და გააქტიურდნენ პუტინთან დაკავშირებული, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისადმი მტრულად განწყობილი ძალები. გუშინ ღია მხარდაჭერა გამოუცხადა სალომე ზურაბიშვილს „პატრიოტთა ალიანსმა" და „ქართულმა მარშმა", ასევე სხვა წვრილმა ჯგუფებმა, რომელთა შესახებ ყველაფერი ცნობილია.
 
მივმართავთ სალომე ზურაბიშვილს, ბიძინა ივანიშვილს და მათ პოლიტიკურ ჯგუფს, ღიად დააფიქსირონ, იღებენ თუ არა მხარდაჭერას ამ ჯგუფებისგან, გეგმავენ თუ არა რომ შეირგონ, თუ აფიქსირებენ პოზიციას, რომ ამ ჯგუფებთან საერთო არაფერი აქვთ. თუ არ გაემიჯნებიან და პოზიციას არ დაადასტურებენ, ეს ნიშნავს, რომ ეს ჯგუფები მოქმედებენ ხელისუფლების დაკვეთით და დაადასტურებენ კიდევ ერთხელ, თუ რატომ არ შეიძლება პატრიოტმა მოქალაქემ ხმა მისცეს ამ ადამიანს", – განაცხადა ბოკერიამ.
 
მისივე თქმით, გუნდისთვის, რომლისთვისაც „პატრიოტთა ალიანსის" და "ქართული მარშის" მსგავსი ჯგუფები მისაღები არიან, ის გუნდი თვითიდენტიფიკაციას ახდენს.

სიახლეები

ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 51 პირი-შსს

სპეოცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით,...

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....

დააკავეს 32 წლის კაცი, რომელმაც ოჯახის წევრი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვემო ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ...