მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,გედაცი! ქორდაცუნქ!'' ანუ ,,თავის თავი თვითონ გაილახა'' პირველი ტურისთვის და ...

,,გედაცი! ქორდაცუნქ!” ანუ ,,თავის თავი თვითონ გაილახა” პირველი ტურისთვის და მოგონილი რიხი და დაყენებული ხმები მეორე ტურისთვის ,,ქართულ ოცნებაში”

Published on

ქართული ოცნებს შეხვედრებს შეხვედრაზე აწყობს, ბიძინა ივანიშვილი ოფისიდან  აღარ გადის, ხოლო დატუქსული ბოსი მეოცნებეები ერთმანეთს ასწრებენ თვითგვემას   იმის გამო, რომ ,,სათანადოდ ვერ იმუშავეს''
 
კრიტიკა იყო მთლიანად გუნდის მუშაობის მიმართ, მათ შორის ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა ასეთი რამ, როგორც ხელმძღვანელი, მე ვიღებ ამ კრიტიკას საკუთარ თავზეცო, -აცხადებს  საპარლამენტო უმრავლესობის წევრი  მირიან წიკლაური „ქართული ოცნების" ოფისში დღეს გამართულ საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრასთან დაკავშირებით. 
 
„არჩევნების შედეგებმა დაგვანახა, რომ ბევრი რამე ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. არის გარკვეული რეზერვი, რომლის გამოყენებაც შეიძლება, რომ აღნიშნული პრობლემები მეტ-ნაკლებად გადავჭრათ ან შევარბილოთ. სწორედ ამ მიმართულებით წარიმართება სტრატეგია. გუნდს უნდა ემუშავა ერთობლივად, ყველაფერი გაეკეთებინა, რომ აღნიშნული პრობლემები მოეგვარებინა. შესაბამისი ჩართულობა არ იყო და ზოგიერთი შეიძლება ვერც აკეთებდა საქმეს, როგორც უნდა გაეკეთებინა",- განაცხადა წიკლაურმა..
 
„მე ვთვლი, რომ ჩვენ არ ვიმუშავეთ საკმარისად –  განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კარლო კოპალიანმა  ჩვენმა აქტივმა, დეპუტაციამ, აბსოლუტურად ყველამ, შედეგიც სახეზეა. ვერ ვიმუშავეთ რეგიონებში და ქალაქებშიც. იცით, რომ ყველა დიდ ქალაქში ცუდი შედეგი დავდეთ, მიუხედავად იმისა, რომ არსებულმა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი რამე გააკეთა, თუმცა შეიძლება ეს არ იყოს საკმარისი. თქვენ არ ინერვიულოთ, ერთ თვეში ყველაფერს მოვასწრებთ, ხომ გაგიგონიათ, თუ კი გული გულობს.",- განაცხადა კარლო კოპალიანმა.
 
ირაკლი სესიაშვვილი კი პირველ ტურში წარუმატებლობას მხოლოდდამხოლოდ არასწორი კომუნიკაციით ხსნის და აცხადებს, რომ , „ქართული ოცნება" მეორე ტურისთვის რესურსის სრულ მობილიზაციას ახდენს.
 
„ამის რესურსი გაგვაჩნია. ჩვენ ვაანალიზებთ შეცდომებს, რომლებიც გვაქვს და ხალხს არავითარ შემთხვევაში არ ვაბრალებთ იმას, რა შედეგიც დადგა. პრობლემები და შეცდომები პირველ რიგში ჩვენ თავში უნდა ვეძებოთ“, – განაცხადა სესიაშვილმა.
ერთერთი ამოქმედებული რესურსი გოჩა ფიფიას სახით, უკვე ვნახეთ – ის კი ეტყვის ამომრჩეველს ,,გედაცი!'', მაგრამ პასუხად  რომ ,, ქორდაცუნქ'' ( არ გადავკრავ, ამოგკრავო)  მიიღოს ? 
 
შეგახსენებთ, ,,გედაცი'' ( გადაჰკარი) გოჩა ფიფიას მიერ ჩამოსხმულ არაყს ერქვა 

სიახლეები

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას MarneuliNews.ge ავრცელლებს. მედიის ცნობით, შემთხვევა გუშინ...

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...