მთავარისიახლეებიპოლიტიკაკარდაკარი არყის დისტრიბუტორს ჩააბარეს... . - ბაია პატარაია ხელისუფლების საარჩევნო...

კარდაკარი არყის დისტრიბუტორს ჩააბარეს… . – ბაია პატარაია ხელისუფლების საარჩევნო სტრატეგიის ამ და სხვა ელემენტებზე

Published on

"საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს და იმ განცხადებებს ეხმაურება, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლები აკეთებენ: 
 
"მე რომ ვაშაძე ვიყო, დავაოკებდი ყველა ჩემ მომხრეს, და ფეხი ფეხზე შემოდებული დინჯად ვისაუბრებდი მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებზე, ვინაიდან და რადგანაც:
– სალომეს საარჩევნო კამპანიას სათავეში ჩაუდგა თვით ბიძინა საკუთარი იდეებით;
– კარდაკარი ჩააბრეს არყის დისტრიბუტორს;
– ფეისბუქს შეუტია იუნა შაფათავამ;
– იმედმა ბოლო ნიღაბი ჩამოიგლიჯა და გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, სადაც ნოეს თავზე მასაჟს უკეთებენ;
– გედევანმა სამოქალაქო ომის მოლოდინში ხმალი ალესა;
– და ოცნების პიარშიკებმა კრეატული კლიპი ჩაუშვეს, სადაც ახალგაზრდები შიგადაშიგ ამბობენ "მინდა, ძუძუ მომაჭამო", "მინდა მიხმარო"… (ეს კლიპი თუ არ გინახავთ, არ ნახოთ – you can never unseen it)
 
ამასთან, გაცნობებთ, რომ მეორე ტურის არჩევნებს ISFED-სა და TI-ის ნაცვლად არასამთავრობო ორგანიზაციები Global Initiative on Psychiatry და საქართველოს ფსიქოტრამვის საზოგადოება დააკვირდებიან. სერიიდან: პოლიტიკა წილხვედრში" წერს ბაია პატარაია

სიახლეები

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...