მთავარისიახლეებიპოლიტიკა„კახეთში ხელისუფლება დამარცხდა უმწარესად და კიდევ უფრო მწარედ დამარცხდება მეორე ტურში''....

„კახეთში ხელისუფლება დამარცხდა უმწარესად და კიდევ უფრო მწარედ დამარცხდება მეორე ტურში”. ,,კახეთის მოსახლეობას ხელისუფლების არ ეშინია” – გრიგოლ ვაშაძე თელავში იმყოფება .

Published on

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი, მხარდამჭერებს დღეს თელავში შეხვდა. ვაშაძემ მადლობა გადაუხადა შეკრებილებს აქტიურობისა და ბრძოლისათვის.
 
მისი თქმით, გამარჯვების შემდეგ იწყება მთავარი სამუშაო – მუხლჩაუხრელი შრომა ქვეყნის განვითარებისა და მოქალაქეების კეთილდღეობისათვის.
 
გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, არ არის დრო შურისძიებისათვის და ყველა, მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიებისა, უნდა გაერთიანდეს ქვეყნის საკეთილდღეოდ.
 
„კახეთში ხელისუფლება დამარცხდა უმწარესად და გარანტიას გაძლევთ, კიდევ უფრო მწარედ დამარცხდება მეორე ტურში. მთავარი ის არის, რომ მთელი აქტივი მთხოვდა, რომ ჩვენ გველაპარაკა იმაზე, რა გეგმები გვაქვს მომავლისთვის და როგორ უნდა გარდაიქმნეს საქართველოს პოლიტიკური სისტემა იმისათვის, რომ იყოს დემოკრატიული,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.  
 
შეხვედრაზე იმყოფებოდა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ბოტკოველი, რომელმაც აღნიშნა, რომ კახეთი არის რეგიონი, რომელმაც ნათელი გახადა, რომ  ადგილობრივ მოსახლეობას ხელისუფლების არ ეშინია.
 
შეხვედრაში ჩაერთო საქართველოს მესამე პრეზიდენტი და მოსახლეობის გაერთიანებისა და შურისძიებაზე უარის თქმისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ახალი სახეები უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში.
 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...