მთავარისიახლეებიპოლიტიკაფოთისა და ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების მხოლოდ მცირე ნაწილი დაკმაყოფილდა

ფოთისა და ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების მხოლოდ მცირე ნაწილი დაკმაყოფილდა

Published on

ფოთის 70-ე საოლქო-საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა ხმაურის ფონზე წარიმართა. 31 საჩივრიდან კომისიამ მხოლოდ ორი დააკმაყოფილა 28 საჩივარი კი განუხილველი დარჩა.
 
70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, სალომე როდონაიას განცხადებით, გარკვეული უსაფუძვლობის გამო, 31 საჩივრიდან 28 განუხილველი დარჩა. საჩივრების ნაწილზე პროცედურების დარღვევის დრო არასწორად იყო მითითებული, ნაწილზე კი მოთხოვნა არ იყო მითითებული.
 
 
ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ 18 დან 9 საჩივარი განიხილა. როგორც კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა განაცხადა, 9 საჩივრიდან 5 საჩივარი დაკმაყოფილდა, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ეკუთვნოდა.
 
ნაციონალური მოძრაობის 2 საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. რაც შეეხება 2 დაუკმაყოფილებელ საჩივარს, ერთი ეკუთვნოდა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს, სადაც უბნის შედეგების გაუქმებას ითხოვდნენ, თუმცა ფაქტების არარსებობის გამო არ დაკმაყოფილდა, ასევე არ დაკმაყოფილდა საიას კიდევ ერთი საჩივარი, რომელიც გადასატანი ყუთის დაგვიანებასთან დაკავშირებით დაიწერა.
 
მისივე თქმით, ყველა საჩივარი პროცედურული ხასიათისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.

სიახლეები

ჩხორია-ლიის საავტომობილო გზაზე მოხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

სამეგრელოში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი ორი დღის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა - ინფორმაცია "მთავარი ამბები"...

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი ბრალდებებს უარყოფს

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი, რომელსაც კა­ხეთ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო კომ­პლექსის ქართველი სტუმრები პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ,...

საქართველომ რუსეთს ძებნილი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს საერთაშორისო ძებნაში მყოფი კაცი გადასცა - ინფორმაციას და კადრებს ამის შესახებ რუსეთის...

უკრაინამ წუხელ რუსეთი დაბომბა

"კრიმსტოპი: ჩრდილოვანი ფლოტის 7 ხომალდი, 7 ქვესადგური ყირიმსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის ფედერაციაში...